abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

უძველესი სწავლება „ყოვლისმცოდნეობის“ შესახებ

უძველესი სწავლება „ყოვლისმცოდნეობის“ შესახებ

სტატია და ლექცია ეკუთვნის ოლეგ ბოკაჩოვს (დჰანურს)

„ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია…“ – ეს ფრაზა რატომღაც გაზიარებულია ადამიანთა უმრავლესობის მიერ, როგორც დაურღვეველი ჭეშმარიტება.  მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ წარმოადგენს შეზღუდული ცნობიერების  სასოწარკვეთილ გამოძახილს, რომლამდეც მივყავართ არასწორ განათლებას, რაც, სამწუხაროდ, ჩვეულებრივ, მიღებულად ითვლება ჩვენს დროში.

გზა – „ყოვლისმცოდნეობისკენ“ გაკვალულია თავად ბუნების მიერ, ამიტომ ეს მდგომარეობა, სრულებით არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ ძალისხმევას გასავითარებლად. ყოვლისმცოდნის მდგომარეობის მისაღწევად აუცილებელია მხოლოდ სწორ და ჭეშმარიტ მექანიზმებზე დაფუძნებული განათლება.

თვითონ სამყარო წარმოადგენს ცოდნას. ჩვენს გონებას არ შეუძლია ჩააბას თავისი ყურადღების ცენტრში მთელი სამყარო გამოვლენილ დონეზე. მაგრამ ეს ამოცანა არც ისე რთულია, თუ შევხედავთ სამყაროს უფრო მეტად ფაქიზ, ნაკლებად გამოვლენილ დონეზე და ის იქნება სრულიად მარტივი. ის შეიძლება მოიცავდეს მთელ ტყეს და არა ერთ ხეს, რომელსაც ერთ ხელისგულსაც კი შემომავლებთ.

ძველი სიბრძნე ამბობს – „ცოდნა აგებულია ცნობიერებაში“, რაც აღნიშნავს პირდაპირ კავშირს ცნობიერების განვითარების ამა თუ იმ საფეხურსა და იმას შორის, რაც თვითონ ადამიანმა იცის.

შემეცნება – ესაა ფანჯარა, რომლიდანაც ჩვენ ვუყურებთ მსოფლიოს. თუ ფანჯარა პატარაა, მაშინ ჩვენ ვმსჯელობთ უზარმაზარ სამყაროზე იმ მცირე ფრაგმენტის საშუალებით, რომელსაც ვხედავთ თვალსაწიერის საშუალებით. მაშინ მიღებული ცოდნა იქნება არასრული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის არ შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტად. დიახ, ეს იქნება ცოდნა, მაგრამ გამოყვანილი, მიღებული თითონ ცოდნაზევე აღმოცენებული და ძალზე შეფარდებითი. ეს თავიდანვე შესამჩნევი იქნება, როდესაც აღქმის თვალსაწიერი გაფართოვდება. ჩვენ დავინახავთ, რომ აქამდე გაკეთებული დასკვნები არ იყო მართალი და რომ ჩვენ გვიყალიბდება ახალი ცოდნა, რომელიც იქნება უკვე დანახულზე დაფუძნებული. ამ აზრით, ცოდნა შესაძლოა იცვლებოდეს მანამ, სანამ აღქმის ფანჯარა არ გაფართოვდება უსაზღვროებამდე. და მაშინ კი ჩვენ დავინახავთ იმ ცოდნას, რომელიც არასდროს არ იცვლება _ მართალი, აბსოლუტური ცოდნა, რომელიც არ საჭიროებს ანალიზსა და დასაბუთებას.

ასე რომ, ძველმა რიშებმა (სანსკ. რიშები „მხედველნი“; ის, ვინც ბრძენია) თავიანთ ცნობიერებაში შეიცნეს, როგორც სიცარიელეში, აზროვნების ერთიან სიბრტყეზე როგორ იბადება ბუნების კანონები, რომელიც აწესრიგებს სამყაროს. მათ შეიცნეს ამ პროცესების ციკლურობა, რომელიც ვრცელდება სივრცეზე და ქმნის დროს. ბუნების კანონების ერთი ციკლის მათემატიკური სიზუსტის არსებობის გამო რიშებმა შეძლეს გადმოეცათ ეს ცოდნა სწავლების სახით, რომელსაც ჰქვია „ჯიოტიშ“, რაც სანსკრიტულად აღნიშნავს „ნათელს“. ჯიოტიში გაანათებს ყველაფერს, რაც ჩვენ გვაინტერესებს და მაშინ ის ხდება ნათელი _ იქნება ეს წარსული, აწმყო, თუ მომავალი. ამიტომ არის ის ვედების ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია „ყოვლისმცოდნეობის“ ხარისხზე, ანუ „ჯიოტი-მატი-პრაგია“ – ინტელექტის გამოღვიძებულ მდგომარეობას მოგვცემს, ჭეშმარიტებას გამოგვარჩევინებს.

თუ ინტელექტი საკმარისად გამოფხიზლებული არაა , რათა გამოარჩიოს ჭეშმარიტება უშუალოდ, ჯიოტიში იძლევა მათემატიკური სიზუსტის გამოთვლებს ამისათვის. მათემატიკურად გამოსაანგარიშებელ საშუალებად და შესწავლის ობიექტად კი ითვლება ადამიანის დაბადების დრო.

ამ აზრით, ჯიოტიში – ესაა ძველი მათემატიკური სწავლება ცხოვრების მსვლელობის კანონზომიერებათა შესახებ, როგორც ახლანდელ დროში, ისე წარსულსა და მომავალში. ამ სწავლების საფუძველზე შესაძლოა არა მხოლოდ იმის ცოდნა, თუ ვითარდება მოვლენები ცხოვრებაში ამჟამად, არამედ ისიც შესაძლებელია, რომ ისინი შეცვალო ან კორექტირება გაუკეთო. ამ შეუფასებელი ცოდნის გამოყენებით, ადამიანს შეუძლია გაიგოს ძლიერი და სუსტი მხარეები თავის ხასიათში, ქცევებში, ჯანმრთელობის კუთხით და საერთოდ, ყველაფერი თავის ცხოვრებაზე, იმისათვის, რომ გახდეს უფრო წარმატებული თავის სფეროში _ ბიზნესში, ოჯახში, შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და ა.შ. განსაკუთრებით ამის ცოდნა აუცილებელია ბავშვების აღზრდის შემთხვევაში, რამდენადაც მათი შესაძლებლობების პოტენციალი ჯერ  დაფარულია როგორც თვითონ მათთვის, ისე მათივე მშობლებისთვის. ამგვარი დამოკიდებულებით, ჯიოტიში მისცემთ საშუალებას, რომ თავიანთი შვილი მივიდეს იმ გაგებამდე, რომ სწორი ორიენტირი აირჩიოს ცხოვრებაში და აირიდოს ან შეამციროს წარუმატებლობები, პრობლემები.

ჯოოტიში დაფუძნებულია იმ გაგებაზე, რომ ადამიანი მიიჩნება გამოხატულებად იმ სამყაროული გონისა, რომელიც ერთდროულად მართავს როგორც მთლიან პროცესებს ადამიანის გონებასა და სხეულში, ისე უსასრულოდ მრავალსახოვან სამყაროში. ამიტომ ადამიანის დაბადების მომენტში შესაძლებელია მისი ორგანიზმის ძლიერი და მსუსტი მხარეების გამოყოფა, ცხოვრების იმ პერიოდების გამოყოფა, როდესაც შესაძლებელია ამ პრობლემების გამწვავება ან გამოსწორება, ასევე იმის გაგებაც, როდის და როგორ შეიძლება ამ პრობლემების აღმოფხვრა. ამისათვის უნდა შევადგინოთ ადამიანის დაბადების რუკა, რომელიც მოიცავს ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან სფეროს, ჯანმრთელობის, კეთილდღეობის, ნათესაური კავშირების, პროფესიის, სულიერი განვითარების ჩათვლით და ა.შ.

პირველი კონსულტაციისას სპეციალისტი ადგენს ადამაინის ცხოვრების რუკას, რომლის საფუძველზეც შედგება დანარჩენი მომავალი კონსულტაციები. ამ კონსულტაციებშივე შედის ცხოვრების დონე და ტენდენტიები.

ჯიოტიშს აქვს შემდეგი ნაწილები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია კონსულტაციის ჩატარება

 

მუჰურტა

 

„კარგი დასაწყისი – საქმის ნახევარია“.1  მუხურტა – ესაა ხელსაყრელი მომენტების არჩევანი ამა თუ იმ საქმისა თუ შემთხვევის წამოსაწყებად: საქმიანი შეხვედრების, ქორწინების, მკურნალობის, ოპერაციის, მოგზაურობისა და სხვ. მაგალითისთვის, ჯიოტიშის სპეციალისტს შეუძლია გადახედოს გარკვეულ პერიოდს, ვთქვათ, ორი ან ოთხი კვირის მომცველ პერიოდს, იმისათვის, რომ შეარჩიოს ყველაზე შესაფერისი დღე და საათი რაიმე საქმის დასაწყებად. საქმე ისაა, რომ დროის ნებისმიერი მომენტი ატარებს ნაკლებ ან მეტ ხარისხს. როდესაც ჩვენ ვიწყებთ რაიმე სახის ქმედებას დროის რომელიმე მომენტში, დროის ამ მომენტის ხარიხსი გავლენას ახდენს ქმედების ხარისხსა და მის შედეგზე. ამდენად, ძალზე საჭიროა იმ დროის ამოცნობა, რომელიც ხელსაყრელია ამ ქმედებისათვის.

თავსებადობის ტესტი

თავსებადობის ტესტი ხელს უწყობს ჰარმონიის შექმნასა და არასასურველი კონფლიქტების თავიდან არიდებაში ორ ანდა რამდენიმე ადამიანს შორის. ეს კი მიიღწევა დაბადების რუკის ყოველმხრივი ანალიზის საშუალებით, რომლის დროსაც გადაიხედება ადამიანის ჰარმონიული და დისჰარმონიული ტენდენციები. ამგვარი ტესტი მისაღებია ჩატარდეს ქორწინებამდე ანდა ნებისმიერი სხვა სახის ურთიერთობის შემთხვევაში, საქმიანი ურთიერთობის ჩათვლით.

დაბადების დროის დაზუსტება

 

ფაქტიური დაბაბდების დროის დაზუსტება განსაკუთრებით აუცილებელია ყველანაირი სახის ურთიერთობებში, რამდენადაც ის საფუძველია კონსულტაციის სისწორისთვის. დაბადების ზუსტი დროის გამოანგარიშება შეუძლია ჯიოტიშის სპეციალისტს დამკვეთის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

ნამა-კარანა – სახელის პირველი მარცვალი

 

სახელის ხელსაყრელი პირველი მარცვალი განსაზღვრავს ახლადმოვლენილი შვილების დაბადების რუკას. სწორად არჩეული სახელის პირველი მარცვალი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გვქონდეს კარგი ჯანმრთელობა, წარმატება, განვითარება და ბედნიერება როგორც ადამიანის ცხოვრებაში, ისე კომპანიის შემთხვევაში. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ბგერები ფლობენ ძალიან ძლიერი ზეგავლენის უნარს ადამიანის ფსიქო-ფიზიოლოგიურ ბუნებაზე. სწორი სახელი _ ეს ნიშნავს ისეთი ბგერების ერთობლიობას, რომლებიც ძალზე ზუსტად გამოხატავენ  ადამიანის ფსიქო-ფიზიოლოგიურ ვიბრაციებს. ამ ბგერების განმეორების ან მოსმენის შემთხვევაში იქმნება რეზონანსის ეფექტი, რომელიც აძლიერებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ინარჩუნებს ჯანმრთელობას და იცავს სხვადასხვა სახის პრობლემებისაგან.

მთარგმნელი Narilla


 1 „კარგი დასაწყისი საქმის ნახევარზე მეტია“ /არისტოტელე/

(Visited 1,844 times, 1 visits today)