abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XIV

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XIV

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

ისმინე დაფარული სიბრძნე, რომელიც დავიწყებას მიეცა.
იცოდე, რომ ეს მიწა (დედამიწა?) სხვა არაფერია თუ არა უხილავი ძალების მიერ დაცული კარიბჭე.
სიბნელის მეუფეებმა დამალეს ზეციური მიწისკენ მიმავალი შესასვლელი.
არულუსკენ მიმავალი გზა ბარიერებით არის დაცული, რომლებიც მხოლოდ შუქით დაბადებულისთვის არის ღია.


მე, დედამიწაზე, წმინდა მიწისკენ მიმავალი კარიბჭის გასაღების მცველი ვარ.
ჩემზე მაღლა მდგარი ძალების მიერ მქონდა ნაბრძანები გასაღები ადამიანებისთვის დამეტოვებინა.
წასვლამდე გაგანდობ საიდუმლოს, რომელიც საშუალებას მოგცემს გაარღვიო წყვდიადის ბორკილი, გათავისუფლდე და აღდგე სიბნელიდან სინათლეში.
იცოდე, რომ სხეული სიბნელისგან უნდა განიწმონდოს, ვიდრე სინათლეში შეაბიჯებ.
ამ გზით ვამტკიცებ თქვენს შორის ყველაფერ იდუმალს, რომ ყველანაირი საიდუმლოს პოვნა მოხერხდეს მომავალში.
მართალია, შესაძლებელია ადამიანი სიბნელემ მოიცვას, მაგრამ მისი გამცილებელი მუდამ სინათლე იქნება.
ბნელში დაფარული, სიმბოლოებით მოცული გზა, ყოველთვის ნაპოვნი იქნება. მომავალში ადამიანი უარყოფს საიდუმლოებებს, მაგრამ ის ვინც ეძებს, ყოველთვის იპოვის.
გიტოვებ ყველა ჩემ საიდუმლოს, გახსნილს მხოლოდ მათთვის, ვისაც გამოცდი, რათა წმინდა არ შეილახოს და ჭეშმარიტების ძალამ იზეიმოს.
ყურადღებით იყავი სიმბოლოების მიმართ, რომელსაც გადმოგცემ.
არსებობს ორი მხარე (ტერიტორია), ამ ცხოვრებასა და იმ დიდებულს შორის, სადაც არსებობენ მოხეტიალე სულები, რომლებიც ამ სამყაროს დატოვებენ. დ უ ა ტ ი – ილუზიის ძალების საარსებო ადგილი; ს ე ქ ხ ე თ ხ ე თ ს ფ ე თ, ღმერთების სახლი.
ო ს ი რ ი ს ი – მცველის სიმბოლო, რომელიც უკან აბრუნებს დაუმსახურებელ სულებს.
ამ ყველაფრის გარეთ არსებობს ცის გაჩენილი ძალების საარსებო, ა რ უ ლ უ. ადგილი სადაც დიდებულები წავიდნენ.
როდესაც ადამიანებს შორის ჩემი მისია დასრულდება, მეც მათ შევუერთდები.
დიადი სახლის შ ვ ი დ ი სასახლე. ყოველი სახლის კარიბჭეს, ბნელისგან იცავს ს ა მ ი.
თ ხ უ თ მ ე ტ ი გზა მიდის დუატისკენ.
ილუზიის მეუფის თ ო რ მ ე ტ ი სახლი, ერთმანეთისგან განსხვავებული და ოთხი მხარისკენ მიმართული.
ო რ მ ო ც დ ა ო რ ი – დიდებული სულები, რომლებიც სამსჯავროს აწყობენ კარიბჭისკენ მიმავალ მკვდრებზე.
ჰ ო რ უ ს ი ს ოთხი ვაჟიშვილი. ო რ ი – მცველი აღმოსავლეთისა და დასავლეთის.
ი ს ი დ ა – დედა, რომელიც შვილებზე ლოცულობს. მთვარის დედოფალი, მზის ამრეკლავი.
ბ ა – არსი, რომელიც მუდამ ცოცხალია.
კ ა – ჩრდილი, რომელსაც ადამიანი სიცოცხლის სახით იცნობს.
ბ ა არ მოდის ვიდრე კ ა არ იქნება ხორცშესხმული.
ეს არის საიდუმლო, რომელიც საუკუნეების მანძილზე უნდა იყოს შემონახული.
ისინი სიცოცხლისა და სიკვდილის გასაღებს წარმოადგენენ.
ეხლა კი საიდუმლოთა საიდუმლო – წრე, საწყისის გარეშე და უსასრულო. ფორმა მისი, ვინც ყველაფერში ერთიანობას წარმოადგენს.
ისმინე, შეიცანი და გაიარე გზა, რომელსაც მე გავივლი.
საიდუმლოთა საიდუმლო, რომელიც მხოლოდ შუქით დაბადებულისთვის არსებობს. საიდუმლოთა საიდუმლო, რომელსაც გაგიხსნი.
ეს იქნება საიდუმლო განდობილთათვის, ხოლო სხვებისთვის კარიბჭე დახურული იქნება.
ს ა მ ი – ეს დიდებულიდან მოსული საიდუმლოა.
ისმინე და გადმოვა შენზე სინათლე.
პირველადში, არსებობს სამი ერთიანობა.
არავის მათ გარდა არსებობა არ შეუძლია.
ისინი წარმოადგენენ ბალანსს, ქმნადობის წყაროს: ერთი ღმერთი, ერთი ჭეშმარიტება, თავისუფლების ერთი ცნება.
სამნი, გამოდიან სამი წონასწორობიდან (ბალანსიდან): მთელი ცხოვრება, მთელი სიკეთე, მთელი ძალა.
ღმერთის სამი დამახასიათებელი, მის შუქის სახლში: უსასრულო ძალა, უსასრულო სიბრძნე, უსასრულო სიყვარული.
ოსტატების მიერ მინიჭებული სამი სახის ძალა: ბოროტების გარდაქმნა, სიკეთესთან ურთიერთქმედება, განსხვავების გავრცელება.
არსებობს სამი რამ, რასაც ღმერთები ყოველთვის ასრულებენ: ავლენენ ძალას, სიბრძნეს და სიყვარულს.
ძალის სამი გამოვლინება ქმნის ყოველ არსს: ღვთაებრივი სიყვარული, რომელიც სრულყოფილ ცოდნას ფლობს. ღვთაებრივი სიბრძნე, რომელიც ყველა შესაძლო საშუალებას ფლობს. ღვთაებრივი ძალა, რომელსაც ღვთაებრივი სიყვარულის და სიბრძნის თავისუფალი ერთიანობა ფლობს.
არსებობის სამი წრე (ან მდგომარეობა) – სინათლის წრე, სადაც მხოლოდ ღმერთი არსებობს, და მხოლოდ ღმერთი ეტევა მასში. ქაოსის წრე, სადაც ყველაფერი სიკვდილიდან წარმოიშობა. გაცნობიერების წრე, სადაც ყველაფერი სიცოცხლიდან მომდინარეობს.
ყველა სულიერი იმყოფება ყოფიერების სამ მდგომარეობაში.
ქაოსი ან სიკვდილი, ადამიანური თავისუფლება და ზეციური ნეტარება.
სამი აუცილებლობა აკონტროლებს ყოველ არსს: დიადი უფსკრულის საწყისი, ქაოსის წრე და სიმრავლე ზეცაში.
სამი მიზანი აქვს სულს: ადამიანი, თავისუფლება, სინათლე.
სამი დაბრკოლება: ცოდნისკენ მისწრაფების ნაკლებობა, ღმერთთან სიახლოვის არქონა, ბნელ ძალაზე მიჯაჭვულობა.
ადამიანში გამოვლინებულია ს ა მ ი.
სამი მეფე იმ ძალისა, რომელიც მის შიგნით არის.
ადამანის სხეულის ს ა მ ი სამყოფელი სიბრძნისა, ნაპოვნი და ამასთანავე შეუცნობელი.
ვინც თავისუფალია, ის ბორკილებისგან თავისუფლდება და ცხოვრობს ნათელში.
საჭიროა მთელი სამყაროს წყაროს ცოდნა გაიხსნას.
თვით არულუს კარიბჭეც არ უნდა იყოს დახურული.
მხოლოდ ზეცის ბინადრები გაივლიან წმინდა ცეცხლში.
ზეცის ყოველი შემობრუნებისას ბანაობენ ისინი სინათლის შადრევნებში.
გახსოვდეს, რომ შორეულ წარსულში, ვიდრე ადამიანად დაიბადებოდი, უძველეს ატლანტიდაში ვცხოვრობდი.
ატლანტის ტაძარში, შევსვი სიბრძნის სასმისი, შუქის სახით მჩქეფარე შადრევნიდან.
ტახტზე მოელვარე ცეცხლის ყვავილის წინაშე წარვდექი, რომელიც სიბნელით იყო დაფარული, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ბრწყინვალება გაანადგურებდა ჩემ სულს.
მისი ზედა ნაწილიდან ცეცხლის ოთხი ალი გამოედინებოდა, ხოლო ქვედა ნაწილიდან – ღრუბლის ოთხი არხი.
ზეციურმა სულებმა აავსეს დარბაზი.
მოელვარე ცეცხლიდან ცისარტყელას მსგავსად გაჩნდნენ სულები.
შემდეგ, ცეცხლიდან გაისმა ხმა: „იხილეთ პირველმიზეზის დიდება.“ და ვიხილე შუქი, ბნელზე მაღალი, არეკლილი ჩემივე არსში.
მე მივაღწიე ღმერთების ღმერთს, მზის სულს (Дух), მზის სფეროს მბრძანებელს.
კვლავ გაისმა ხმა: „არსებობს ერთიანი, უფრო მეტიც – პირველი, დასაწყისისა და დასასრულის არმქონი; ყოველი არსის შემოქმედი, ყოველივეს მმართველი, სამართლიანი, მაცოცხლებელი.“ შემდეგ ტახტიდან გადმოვიდა ნათება, რომელმაც ჩემი სული სრულად მოიცვა.
გავიქროლე ზეცის სივრცეში, გამიხსნეს საიდუმლოთა საიდუმლო, კოსმოსის საიდუმლო გული.
მიმიყვანეს არულუს მიწაზე და ვიდექი მეუფეთა წინ მათ სახლებში.
გააღეს კარიბჭე, რათა პირველადი ქაოსი მეხილა. საშინელების დანახვისას ჩემი სული შეიკუმშა.
შემდეგ ვიხილე ბარიერების და არულუს მეუფეების აუცილებლობა. მხოლოდ მათ შეუძლიათ უსასრულო ძლაუფლებით ქაოსს აღუდგნენ წინ.
მხოლოდ მათ შეუძლიათ დაიცვან ღმერთის ქმნილება.
შემდეგ გავიარე რვის წრეში.
ვიხილე ყველა სული, რომელმაც სიბნელე დაამარცხა.
ვიხილე იმ შუქის ბრწყინვალება, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ.
ვისურვე მათი ბედი, მაგრამ ასევე მსურდა გამეგრძელებინა ის გზა, რომელიც ამენტის დარბაზებში ავირჩიე.
გამოვემართე არულუს სამყაროდან მიწაზე, იქ სადაც ჩემი სხეული განისვენებდა.
აღვდექი და დავდე პირობა, რომ უარს ვიტყოდი ჩემ დიდებულ უფლებებზე, ვიდრე დავალებას ბოლომდე არ შევასრულებდი და დედამიწაზე სიბნელის ერა არ ჩაივლიდა.
ისმინე, ადამიანო, სიტყვები, რომელშიც სიცოცხლის არსს იპოვი.
დაიცავი საიდუმლოთა საიდუმლო და სიმბოლოებში დამალე, რადგან გახდეს გაუცნობიერებელი ადამიანის დაცინვის და უყურადღებობის საგანი.
ყველა მიწაზე შექმენი საიდუმლო.
მძებნელის გზა გაართულე.
ამ გზით სუსტები და მერყევები ჩამოშორდებიან.
ამდაგვარად დაცული და დაფარული იქნება ყველა საიდუმლო, როდესაც ბორბალი მოტრიალდება.
ბნელი პერიოდის მანძილზე, ჩემი სული ღრმად დაფარულ მიწაზე დარჩება, დაიცდის და დააკვირდება.
როდესაც მოსწავლე ყველა გამოცდას გაივლის, მიხმე გასაღებით, რომელსაც ფლობ და მოვალ ღმერთების დარბაზიდან ამენტის სამყაროში. ამ დროს მივიღებ ხელდასმულს და გავანდობ სიტყვის ძალას.
დაიმახსოვრე ეს სიტყვები – ნუ მომიყვან მას, ვინც არ ფლობს სიბრძნეს, უწმინდური გულით ან სუსტი მიზნების მქონეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოგართმევ ჩემი გამოძახების უფლებას.
გაემართე და დაიპყარი სიბნელის ელემენტები.
აამაღლე შენი სინათლის არსი.
ეხლა კი გაემართე და მოიყვანე შენი ძმები, რათა მათაც გავუზიარო სიბრძნე, რომელიც გაანათებს შენს გზას, როდესაც თქვენს შორის აღარ ვიქნები.
მოდი ოთახში, რომელიც ჩემი ტაძრის ქვეშ მდებარეობს.
ნუ მიიღებ საჭმელს, ვიდრე სამი დღე არ გავა.
იქ გადმოგცემ სიბრძნის არსს, რომლის მეშვეობითაც განათდები ადამიანთა შორის.
იქ გადმოგცემ საიდუმლოს, რომლის მეშვეობითად ამაღლდები ცაში – ჭეშმარიტად, ადამიანი-ღმერთი გახდები.
ეხლა კი წადი და დამტოვე. მოვიხმობ მათ ვინც შენთვის უკვე ცნობილია, მაგრამ ჯერ არ იცნობ.

(Visited 875 times, 1 visits today)