abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ახალი ცივილიზაცია (ანასტასია) – ვლადიმირ მეგრე

ახალი ცივილიზაცია (ანასტასია) – ვლადიმირ მეგრე

მთარგმნელი: ano

esoteric.ge

წიგნი 8. 

(გაგრძელება)

ცოდნა რომელსაც ვკარგავთ

ჩევნ წავედით. ვალოდია წინ მიდიოდა. ის რაღაცნაირად შეიცვალა: მოაზროვნე და მობილიზებული გადაიქცა მხიარულ-აღფრთოვანებულად. ზოგჯერ ტრიალებდა, ხტუნავდა და სწრაფად საუბრობდა:
– კურდღლებს არ ვუვლიდი, მამა, სხვა საქმეს ვაკეთებდი. როგორ ვთქვა, დავბადე… არ შეეფერება. შევქმენი? არც ეს შეესაბამება. ჰო, გამხსენდა თქვენთან ამას კვერცხის გამოჩეკვა ეწოდება, ესე იგი მე კვერცხი გამოვჩეკე.
– როგორ თუ გამოჩეკე? კვერცხს ჩეკავს კრუხი ან რაიმე ფრინველი.
– კი ვიცი. მაგრამ მე დამჭირდა, რომ თავად გამომეჩეკა.
– რატომ?
– მე ბაბუას ვთხოვე ჩემთვის მოეძებნა იხვის და გარეული ბატის კვერცხები. ბაბუამ თავიდან ცოტა იწუწუნა, მაგრამ 3 დღის შემდეგ მომიტანა 4 დიდი ბატის და 5 მომცრო იხვის კვერცხი. შემდეგ ამოვთხარე პატარა ორმო, დავფარე ირმის ნაკელი და მშრალი ბალახი ზემოდან დავაწყვე ბაბუას მოტანილი ყველა კვერცხი.

– ნაკელი რაში დაგჭირდა?
– ის სითბოს გამოჰყოფს, რაც კვერცხს გამოსაჩეკად სჭირდება და ზემოდანაც სითბოა საჭირო. ზემოდან ზოგჯერ მე ვწვებოდი, როცა ციოდა ან წვიმდა, დათვს ვაწვენდი.
– დათვი კვერცხებს არ ტეხდა?
– დათვი დიდია ორმო კი პატარა, ის იწვა ორმოს ზემოდან, კვერცხები კი ორმოში ეყო. ხან მგელი ყარაულობდა, ხან მე, სანამ არ გამოიჩეკნენ. 9 კვერცხიდან გამოვიდა 2 ბატი და 3 იხვი. მათ მე ვკვებავდი და ამ დროს სხვა ცხოველებსაც ვიხმობდი, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
– რატომ?
– რომ ენახათ როგორ ვუვლი, გაეგოთ რომ მათი შეხება არ შეიძლება, არამედ პირიქით უნდა დაიცვან.
(მოკლედ ამ ფრინველებს უვლიდა და სხვა ცხოველებსაც იხმარდა მათ მოვლაში, შემდეგ ზამთრის მოახლოებისას ფრინველები გაფრინდნენ თბილ ქვეყნებში, მაგრამ გაზაფხულზე კვლავ დაბრუნდნენ. ვალოდიას ძალიან გაუხარდა მათი დაბრუნება, რომ მათ თავისი სამშობლო არ დაავიწყდათ და შთამომავლობაც მისცეს. ეს ფრინველები სასარგებლონი არიან, არ საჭიროებენ ბევრ მოვლას, თავის თავს თავად უვლიან. ადამიანს კვერცხს აძლევენ, ზამთარში კი, როდესაც ნაკლები საკვებია, ადამიანს ტვირთად რომ არ დააწვეს მათი მოვლა, ისინი თბილ ქვეყნებში მიდიან. ლოგიკური აზროვნებით ვალოდია ცდილობს დაარწმუნოს მამა, რომ ეს ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე დღეს არსებული ფრინველების ფერმები, ხელოვნურად გაზრდილი ქათმები და მათი კვერცხი. ასევე ის პოზიტიური დიდი ენერგია, სიხარული, რომელიც მოაქვს. თბილი ქვეყნებიდან ჩამოსულ ფრინველს დიდი სარგებელი მოაქვს ადამიანისათვის…
დამაჯერებელი არგუმენტების შემდეგ ვლადიმირი ეუბნება თავის შვილს რომ ის შესაძლოა ბევრ რამეში მართალიც არის.)
– შვილო, მითხარი შენ აქ სხვადასხვა პრობლემებს წყვეტ, თამაშობ და შენ პირადად რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვს?
ვალოდიამ ღრმად ამოისუნთქა და თქვა:
– კი, მამა, მაქვს ერთი დიდი პრობლემა. და მხოლოდ შენ შეგიძლია მისი გადაწყვეტა.
ვალოდია იყო მოწყენილი, მე კი პირიქით, გამიხარდა, რომ ის საჭიროებდა ჩემს დახმარებას.
– რაში მდგომარეობას შენი პრობლემა?
პრობლემა
– გახსოვს, მამა,  წინა მოსვლაზე მოგიყევი, როგორ ვემზადები თქვენს სამყაროში მოსასვლელად, როდესაც გავიზრდები?
– კი მახსოვს, ამბობდი მოხვალ ჩვენს სამყაროში, ნახავ შენს სამყარო გოგოს, რომ გახადო ის ბედნიერი. მასთან ერთად გააშენებ მამულს, აღზრდით ბავშვებს. მახსოვს როგორ ამბობდი.  და უარი არ გითქვამს შენს იდეაზე?
– არ გადამითქვამს და ხშირად ვფიქრობ მომავალზე, ჩემს გოგონაზე და მამულზე. დეტალურად მაქვს წარმოდგენილი, როგორ ვიცხოვრებთ ერთად და როგორ მოხვალთ შენ და დედა სტუმრად.
– პრობლემა რაში მდგომარეობს? გეშინია რომ შენს გოგოს ვერ იპოვი?
– პრობლემა ეს არ არის, გოგოს მოვძებნი და ვიპოვი. წამოდი, გაჩვენებ კიდევ ერთ ადგილს და მიხვდები პრობლემის არსს.
ჩევნ წავედით სხვა ნაკვეთზე, რომელიც ანასტასიას ნაკვეთის გვერდით მდებარეობდა. როდესაც ნაკვეთის შუაში გავჩერდით, ვალოდიამ შემომთავაზა დაჯდომა, თავად კი ხელები მოიმარჯვა და ხმამაღლა დაიძახა „ა-ა-ა.“
თავიდან ერთი მიმართულებით ყვიროდა, შემდეგ სხვა, დაახლოებით 2-3 წუთში ხეების წვეროებმა მოძრაობა დაიწყეს – ციყვები ხტებოდნენ ერთი ხიდან მეორეზე, ისინი მოგროვდნენ ერთ კედარზე, დასხდნენ ტოტზე და გვიყურებდნენ. უფრო მოუსვენრები კი კვლავაც ხტოდნენ ტოტებზე.
კიდევ რამოდენიმე წუთში ბუჩქებიდან გამოიქცა სამი მგელი, ისინიც ახლოს დასხდნენ და გვიყურებდნენ.
(მოკლედ აღვწერ: მოგროვდნენ სხვადასხვა ჯიშის ცხოველები, რომლებიც ვალოდიას ყავდა მოშინაურებული. ისინი მის მითითებებს ასრულებდნენ, თანაც სიხარულით. სანაცვლოდ ისინი მხოლოდ ვალოდიას სიყვარულს იღებდნენ. ანუ ცხოველები გრძნობენ და ხედავენ იმ უხილავ ენერგიას, რასაც ადამიანი ფლობს და მათ ეს ისე ათბობს, მოსწონთ და სჭირდებათ, როგორც მაგალითად მზე. მაგრამ ეს ცხოველები მხოლოდ ვალოდიასთან არიან მიჩვეული…)
– არაერთი წელია მათთან ვარ, ისინი მომეჩვივნენ, ისინი ელოდებიან ურთიერთობას, ალერსი უნდათ, და როდესაც წამოვალ შენს სამყაროში, ისინი მოიწყენენ. მათთან არ მივა ადამიანი, აღარ მოუხმობს თავისთან და არაფერს სთხოვს. მე ვიგრძენი – ადამიანთან ურთიერთობა და მომსახურება გახდა მათი ცხოვრების მთვარი აზრი.
– ნუთუ მათ ანასტასიასთან ურთიერთობა არ შეუძლიათ?
– დედას თავისი წრე ჰყავს, თავისი ცხოველები, რომლებთანაც მეგობრობს. თანაც ის დაკავებულია და ყველაფრისათვის დრო არ ჰყოფნის. ესენი კი  მე თავად შევარჩიე და მხოლოდ მე ვურთიერთობდი რამოდენიმე წელი. აი უკვე სამი თვეა, რაც ვთხოვე ბაბუას, რომ დავალებებისას ჩემთან ყოფილიყო მათ დასანახად. ბაბუა კი წუწუნებს, მაგრამ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, ხოლო რამოდენიმე ხნის წინ განმიცხადა, რომ ვერ შემცვლის.
– რატომ?
– “მე არ მაქვს ისეთი ინტერესი წვრთნისადმი, როგორც შენ“. – მითხრა ბაბუამ. და კიდევ დაიწყო საყვედურები, რომ არ იყო საჭირო ამდენი წვრთნა სათითაოდ ყველა ცხოველთან. და რომ ბევრი ალერსიც არ იყო საჭირო. და კიდევ ეს ცხოველები მთვლიან თავიანთ მეთაურად და ასევე ბავშვადაც, იმიტომ რომ მათმა უფროსებმა მე მნახეს პატარა და ძიძობას მიწევდნენ.  მოკლედ რაღაც შეცდომა დავუშვი, ახლა მისი გამოსწორება აუცილებელია. ოღონდ მხოლოდ მე მის გამოსწორებას ვერ შევძლებ.
მე ვუყურებდი ძველებურად მჯდომარე ცხოველებს. ისინი ელოდებოდნენ ვალოდიასგან რაღაც მითითებას ან დავალებას. წარმოვიდგინე, როგორ მოიწყენენ ისინი. გამახსენდა ჩემი ძაღლი როგორ იწყენს როდესაც მოვდივარ  სახლიდან. მე მას არ ვაბამ, რომ თავისუფლად იყოს. ნაირნაირ საჭმელებს ვუტოვებ, მაგრამ მეზობელი მეუბნება: „ის იწყენს უთქვენოდ, ვლადიმირ, ხშირად ზის შემოსასვლელში და გზას უყურებს, რომლითც თქვენ მოდიხართ ხოლმე” როდესაც მოვდივარ, ის სიხარულით მეგებება, ზოგჯერ გადამეტებული გრძნობისაგან გულზე მახტება და სახეს მილოკავს.. და ვერაფრით ვასწავლე რომ უფრო თავშეკავებულად გამოხატოს გრძნობები.
მაგრამ ეს მდელოზე მჯდომარე ცხოველები… ისინი ჩუმად და შინაგანად თავშეკავებულად გვიყურებდნენ ჩვენ სანამ ვსაუბრობდით. რა უნდათ მათ? ვერავინ ვერ აიძულებთ მათ, რომ ასე ისხდნენ და ელოდონ, თუ როდის მისცემს მათ ადამიანი რაიმე ბრძანებას… ღმერთო ჩემო… გამიელვა აზრმა. არა მხოლოდ ეს ცხოველები… არამედ ყველა ცხოველს დედამიწაზე აქვს თავისი დანიშნულება და ელოდება პლანეტის უმაღლეს არსება – ადამიანთან ურთიერთობას. ისინი ამისთვის არიან შექმნილი, რომ დაეხმარონ ადამიანს თავისი უმაღლესი მისიის შესრულებაში.
ვუყურებდი ამ მჯდომარე ცხოველებს და მივხვდი, ჩემს შვილს ნამდვილად პრობლემა შეექმნა.  მას არ შეუძლია უბრალოდ ასე მიატოვოს ეს ცხოველები და ამასთანავე ვერ დაშორდება თავის ოცნებას  გოგონაზე, რომელთანაც შექმნის თავის მამულს.
– კი, ვალოდია, ეს ნამდვილად პრობლემაა, და როგორც ჩანს ვერ გადაწყდება, გამოსავალი არ არის.
– ერთი გამოსავალი არის, მამა, მაგრამ ის ჩემზე არ არის დამოკიდებული.
– მხოლოდ შენ შეგიძლია ამ პრობლემის გადაწყვეტა, მამა.
– მე? როგორ? აქ მე ვერაფერს გავხდები შვილო.

გამოსავალი არის
– მე ვფიქრობ, შენ შეძლებ ჩემს დახმარებას მამა, თუ მოინდომებ. – ჩუმად თქვა ვალოდიამ.
– ასე ფიქრობ? მაგრამ მე არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო.
მე ვიჯექი ბალახზე, ჩემი შვილი იდგა ჩემს წინ და მიყურებდა რაღაცნაირი ვედრების თვალებით. მან ჩუმად რაღაც წარმოთქვა, შემდეგ კი უფრო გასაგებად:
– დაიკო. ძალიან გთხოვ მამა, გამიჩინეთ დაიკო, მე თვითონ მოვუვლი და აღვზრდი მას, ისინი დამეხმარებიან მე.  ჩვენ არ შეგაწუხებთ შენ და დედას, მე ვასწავლი  ნელ-ნელა ყველაფერს, ის დარჩება ჩემს ტერიტორიაზე ცხოველებთან. გამიჩინეთ დაიკო, მამა, რა თქმა უნდა, თუ ავად არ ხარ… ან თუ არ დაიღალე, თუ შეგიძლია. ბაბუამ მითხრა, რომ ცხოვრების წესით, ადამიანისათვის არასასარგებლო ჰაერით და წყლით მამაკაცები თქვენს სამყაროში ხშირად ავადდებიან და ბერდებიან. შენ მამა 50 წელზე მეტის ხარ. მაგრამ მამა თუ დაიღალე… თუ ბევრი ძალა გაქვს დახარჯული. მაშინ 3 დღე, მხოლოდ 3 დღე. მე ყველაფერი მოვამზადე და შენ ბევრი ძალა დაგიბრუნდება.
შვილი ნერვიულობდა და მე მას გავაწყვეტინე.
– მოიცა, ვალოდია, დამშვიდდი. რა თქმა უნდა ცოტა დავიღალე. მაგრამ ვფიქრობ კიდევ მოიძებნება ძალები. საქმე ამაში არ არის, მე სულაც არა ვარ წინააღმდეგი, რომ შენ გყავდეს დაიკო.  მაგრამ ბავშვი, რომ გაჩნდეს ორივე მშობელს უნდა ჰქონდეს სურვილი.
– დარწმუნებული ვარ, მამა. ზუსტად ვიცი დედა უარს არ იტყვის ბავშვის გაჩენეზე. თუ შენ თანახმა ხარ. მოდი, დრო ტყუილად რომ არ დავკარგოთ, ახლავე დავიწყოთ მომზადება დაიკოს დასაბადებლად. მე შევისწავლე. ბაბუა ბევრ რამეში დამეხმარა, მე გავიანგარიშე, ყველაფერი მოვამზადე, 3 დღე და ღამე ჩემთან გაატარე, არაფერზე არ გადაერთო, შენში აღდგება ენერგია და ძალა.
– საიდან მოიტანე, რომ ისინი მე არასაკმარისი მაქ?
– მე ვფიქრობ, რომ საკმარისია, მაგრამ იქნება მეტი.
– კარგი, მხოლოდ შენთან ვიქნები ეს 3 დღე, ოღონდ დედა უნდა გავაფრთხილოთ.
– მე  თავად ავუხსნი ყველაფერს. ვეტყვი, რომ საერთო საქმე გვაქვს. ის არ იქნება წინააღმდეგი
– კარგი, დავიწყოთ.
დამაინტერესდა თუ რა მოამზადა ჩემმა შვილმა, რაც ადამიანს 3 დღეში დაუბრუნებს ძალას და ენერგიას, და აქვე გეტყვით, მის მიერ მომზადებული პროცედურები შესაძლოა ცოტა უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ მათ მიერ მიღებული შედეგი ისეთი იყო, სიტყვებით აღწერა რთულია. ვთქვათ რომ ადამიანი ახალგაზრდავდება 10 ან 20 წლით არც ეგ შეფერება, ფიზიკურად ახალგაზრდავდები 5 წლით, ხოლო შინაგანად ყველაფერი სხვაგვარად ამუშავდა, მოვიდა ახალი ძალა და ირგვლივ სამყარო სხვანაირი გახდა.

დაბრუნება ახალგაზრდობაში
პირველი ეგზეკუცია („შესრულება“, განაჩენის სისრულეში მოყვანა)
როგორც კი დავთანხმდი ჩემი შვილის მოფიქრებულ პროცედურებს, მან იმ წამსვე მისცა თავის ცხოველებს ნიშანი რომ წასულიყვნენ. ხელი ჩამკიდა და გავიქეცით ტბასთან. გზაში რამდენჯერმე გავჩერდით, ვალოდია პუტავდა სხვადასხვა ბალახებს, ამტვერევდა, ახვევდა ბურთულებად, როდესაც ბურთულა მზად იყო, ის მაძლევდა რომ შემეჭამა. მე შევჭამე და რამოდენიმე წუთში მოხდა შემდეგი: ძლიერ წამომივიდა სისველე, დამეწყო ღებინება, ისე ვაღებინებდი, მეგონა მთელი კუჭი და კუჭის წვენი გადმომივიდა, მე ვაღებინებ, ლაპარაკი არ შემიძლია, ვალოდია კი მიხსნის:
– ეს კარგია, მამა, ნუ გეშინია. გამოვიდეს ყველაფერი, რაც არაა საჭირო, მხოლოდ სისუფთავე დარჩება. ასე აკეთებენ მოწამვლის დროს.
მე ფიზიკურად არ შემეძლო რაიმე პასუხის გაცემა, მაგრამ გავიფიქრე – „მართალია, მოწამვლის დროს სვამენ წამალს, რომ აღებიონ ან ასაშლელს სვამენ გასაწმენდად, მაგრამ მე რაში დამჭირდა, მე ხომ არ მოვწამლულვარ?“
თიქოს ვალოდიამ გაიგონა ჩემი გაფიქრებული, განმიმარტა:
– შენ რა თქმა უნდა არ მოწამლულხარ, მაგრამ ისეთ საკვებს იღებ, რომ ის მოწამვლის ზღვარზეა. დაე გამივიდეს შენგან ყველაფერი რაც არასასურველია.
ღებინების შემდეგ ცხვირიდან დამეწყო სისველის გამოდინება და თვალებიდან ცრემლდენა, ასევე ალბათ ხუთჯერ გავიქეცი ბუჩქებში, ყველაფერი ეს გრძელდებოდა 2-3 საათი. შემდეგ ვიგრძენი შვება.
– ახლა უკეთ ხარ, მამა?
– კი, – ვუპასუხე მე.

მეორე ეგზეკუცია
ვალოდიამ ისევ მომკიდა ხელი და გავიქეცით. ტბის ნაპირას შემომთავაზა დაბანა და გაცურვა. როდესაც ამოვდი წყლიდან, შევხედე როგორ ამოიღო მიწიდან ნახევარი ლიტრა თიხის დოქი.
– ახლა, მამა, ეს წყალი უნდა დალიო, მას ეწოდება მკვდარი წყალი, იმიტომ, რომ მასში ძალიან ცოტა მიკრობებია. ასეთი წყლის დალევა არ შეიძლება თუ ჰაერი დაბინძურებულია, მაგრამ აქ სუფთა ჰაერია და შეიძლება მკვდარი წყლის დალევა. ის გაგწმინდავს შინაგანად, გამოიტანს ბევრ მიკრობს და ბაქტერიას შენი ორგანიზმიდან. იმდენი დალიე რამდენსაც შეძლებ, როდესაც მთელ დოქს დაცლი, კიდევ ერთ დოქ მკვდარ წყალს დაგალევინებ, მეორესაც რომ დაცლი, მოგცემ მესამე დოქს რომელშიც ცოცხალი წყალი იქნება. და ყველა აუცილებელი მიკრობი და ბაქტერია აღგიდგება ორგანიზმში ბალანსისათვის.
აქვე განვმარტავ, მკვდარ წყლად ითვლება მათთან ის წყალი რომელიც იმყოფება ღრმად მიწაში და შეიცავს მინიმალურ ბაქტერიებს, ვფიქრობ ჩვენი გაზიანი წყალი ბოთლებში არის კიდეც მკვდარი წყალი, და საერთოდ ვფიქრობ, რომ ჩვენ მხოლოდ მკვდარ წყალს ვსვამთ.  აქედან არის გამოწვეული, დისბაქტერიოზით რომ ავადდებიან ჩვენი ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები.
ცოცხალ წყლად ითვლება ზედაპირული წყლები მდინარედან ან წყალსატევიდან.
ასეთი ნაკადულები და წყალსაცავები ჯერ კიდევ არის შემონახული ციმბირის წიწვოვანი ტყეების (ტაიგაის) სიღრმეში.
მინდა ყურადღება გავამახვილო, ბაბუამ შემდეგ ამიხსნა, რომ ახალაღებული წყაროს (ტბის, ნაკადულის..) წყალი არ ითვლება ცოცხალ წყლად. იმისათვის რომ ის გახდეს ცოცხალი, ის დაახლოებით 3 საათი უნდა გაჩერდეს ხის ან თიხის ფართე თავიან ჭურჭელში. ცოცხალმა წყალმა უნდა აიღოს მზე, მზეზე მასში ორგანიზმები იბადებიან, რომლებიც აუცილებელია ადამიანის არსებობისათვის, მათ თქვენ მიკრობებს და ბაქტერიებს უწოდებთ.“
შემდეგ არანაკლებ 3 საათისა წყალი უნდა დადგათ სიბნელეში, ამის შემდეგ შეგიძლიათ ის დალიოთ როგორც ცოცხალი წყალი.

(Visited 696 times, 1 visits today)