abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XIV

კატეგორია თარგმანი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, მაგია February 10, 2016  |  Comments Off on ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XIV
ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XIV

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

ისმინე დაფარული სიბრძნე, რომელიც დავიწყებას მიეცა.
იცოდე, რომ ეს მიწა (დედამიწა?) სხვა არაფერია თუ არა უხილავი ძალების მიერ დაცული კარიბჭე.
სიბნელის მეუფეებმა დამალეს ზეციური მიწისკენ მიმავალი შესასვლელი.
არულუსკენ მიმავალი გზა ბარიერებით არის დაცული, რომლებიც მხოლოდ შუქით დაბადებულისთვის არის ღია.

Read More

ძიანის წიგნი – სტანცა I

კატეგორია აღმოსავლური პრაქტიკები, თარგმანი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები January 30, 2016  |  Comments Off on ძიანის წიგნი – სტანცა I
ძიანის წიგნი – სტანცა I

მთარგმნელი: Man Gala

1. ღვთაება (ლხა), რომელიც მეოთხეს აბრუნებს, შვიდის მსახური ლხა;
მათი, რომლებიც ბრუნავენ და ეტლები თავისი მეუფისკენ, ჩვენი სამყაროს თვალისკენ აქვთ მიმართული… შვიდის სიცოცხლემ ჩაუდგა მას სული. მან მისცა სიცოცხლე პირველს.

2. თქვა დედამიწამ: ბრწყინვალე სახის მეუფევ, ჩემი სახლი ცარიელია… გაგზავშე შენი შვილები რათა დაასახლონ ეს ბორბალი. შენი შვიდი შვილი გაუგზავნე სიბრძნის მეუფეს. შვიდჯერ უფრო მეტად გხედავს ის თავის სიახლოვეს, შვიდჯერ უფრო მეტად გგრძნობს. შენ აუკრძალე მსახურებს, მცირე რგოლებს, შენი სინათლის და სითბოს მიღება (დაჭერა), ასევე შენი გულუხვობის დაუფლება მისი წარმოშობის გზაზე. გაუგზავნე ამიერიდან ისინი შენს მსახურს.

Read More

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XIII

კატეგორია თარგმანი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, მაგია, მითოლოგია January 30, 2016  |  Comments Off on ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XIII
ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XIII

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

სიცოცხლისა და სიკვდილის გასაღები

ადამიანო, ისმინე ბრძნული სიტყვა, რომელიც განდევნის ღამეს.

დიდი სიბრძნე და საიდუმლო მოგიტანეთ, რომელიც მე თავის დროზე უძველესთაგან მივიღე.
როდესაც ერთიანობის საიდუმლოს ჩაწვდები, ყველაფერი ნათელი გახდება შენთვის, გაერთიანდები საიდუმლოს ოსტატებთან, სიკვდილის მპყრობელებთან და სიცოცხლის ოსტატებთან.

შეიცნობ სიცოცხლის ყვავილს, რომელიც ამენტის დარბაზებში ბრწყინავს.

მიაღწევ ამენტის სამყაროს და აღადგენ ცოდნას, რომელიც ნათელში არსებობს.

ძალისკენ მიმავალი კარიბჭე, არის საიდუმლო.

Read More

ფრაგმენტი „საიდუმლო დოქტრინიდან“

კატეგორია თარგმანი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, მითოლოგია, ფილოსოფია January 29, 2016  |  Comments Off on ფრაგმენტი „საიდუმლო დოქტრინიდან“
ფრაგმენტი „საიდუმლო დოქტრინიდან“

მთარგმნელი: მან გალა

ე. ბლავატსკაიას მიხედვით

„დედამიწაზე აღმოცენდა, გაძლიერდა და გამრავლდა,
შვიდი მეფე – ძმები ერთი ოჯახიდან.“
ქალდეური შექმნის ქრონიკები

ჯორჯ სმიტის მიერ შეგროვებულ და თარგმნილ ქალდეურ ფილებზე, რომლებზეც ბაბილონური შექმნის ლეგენდაა ასახული, მოხსენიებულია „შვიდი დიადი ღმერთის მიერ შექმნილი “ადამიანის მსგავსი შვიდი არსება „ყორნის სახით“. სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ – შავი ან მუქი ფერის კანით. სწორედ ისინი არიან მოხსენიებული კაბალაში ედემის მეფეების სახელით. ეს იყო პირველი რასა, არასრულყოფილი და უსქესო, რომელიც მოგვიანებით განადგურდა. ეს იყო რასა, რომელიც სქესის ბალანსამდე გაჩნდა, ამიტომ მოხდა მათი განადგურება.

Read More

ჰერმეტიზმი

ჰერმეტიზმი

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

სიტყვა “ჰერმეტიზმის” ლათინურიდან პირდაპირი თარგმანი ნიშნავს საიდუმლოს, ფარულს ამოუცნობს. მას უწოდებენ მეცნიერებას რომელიც სწავლობს ბუნების ამოუცნობი ძალებისა და ადამიანის ურთიერთკავშირს. ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობაა: მაგიური ძალების გამოვლენა ადამიანში და მისი მართვა, ტელეპატია, ასტროლოგია და საერთოდ ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც მეცნიერების მიერ ჯერჯერობით აუხსნელია. ჰერმეტიზმს ასევე უწოდებენ ოკულტიზმს.

Read More

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XII

კატეგორია თარგმანი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, მითოლოგია January 22, 2016  |  Comments Off on ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XII
ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XII

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

(მიზეზის და შედეგის კანონი. წინასწარმეტყველების გასაღები)

ადამიანო, ისმინე ატლანტის ხმა და მიიღე მისი სიბრძნე.
დროისა და სივრცის კანონს დავეუფლე და შევიძინე მომავლის ცოდნა.
ვიხილე, რომ ადამიანი, დროსა და სივრცეში მოძრაობისას, გაერთიანდება ე რ თ ი ა ნ ო ბ ა ს თ ა ნ.
მომავალი დახურული წიგნია მხოლოდ მათთვის, ვინც კითხვა იცის.
ყველა შედეგი საკუთარ მიზეზს გამოავლენს, ისევე, როგორც ყველა შედეგი პირველ-მიზეზისგან მოდის.

Read More

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XI

კატეგორია თარგმანი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, მაგია, მითოლოგია January 15, 2016  |  Comments Off on ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XI
ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XI

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

(გასაღები იმისა, რაც არის მაღლა და დაბლა)

ქხემის შვილებო, ყურადღებით ისმინეთ სიტყვა, რომელიც სინათლესთან მიგიყვანთ.

მე ვიცნობდი თქვენ მამებს წარსულში. საუკუნეების განმავლობაში უკვდავი ვცხოვრობდი თქვენს შორის და მუდამ ვცდილობდი გამეთავისუფლებინეთ ღამის წყვდიადიდან.

იცოდეთ, რომ მე სრულად ვფლობ ცოდნასა და სიბრძნეს, რომელიც დასაბამიდან ადამიანისთვის ცნობილია. მე ვარ დიადი რასის საიდუმლოს მცველი და სიცოცხლის გასაღების მფლობელი.

ისმინეთ სიტყვები, რომელსაც გაწვდით და ამაღლდებით ნათელში.

შორეულ წარსულში, როდესაც პირველად ვესტუმრე თქვენ მიწას, გიხილეთ კლდის გამოქვაბულებში მცხოვრებნი.

Read More