abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ფრაგმენტი „საიდუმლო დოქტრინიდან“

კატეგორია თარგმანი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, მითოლოგია, ფილოსოფია January 29, 2016  |  Comments Off on ფრაგმენტი „საიდუმლო დოქტრინიდან“
ფრაგმენტი „საიდუმლო დოქტრინიდან“

მთარგმნელი: მან გალა

ე. ბლავატსკაიას მიხედვით

„დედამიწაზე აღმოცენდა, გაძლიერდა და გამრავლდა,
შვიდი მეფე – ძმები ერთი ოჯახიდან.“
ქალდეური შექმნის ქრონიკები

ჯორჯ სმიტის მიერ შეგროვებულ და თარგმნილ ქალდეურ ფილებზე, რომლებზეც ბაბილონური შექმნის ლეგენდაა ასახული, მოხსენიებულია „შვიდი დიადი ღმერთის მიერ შექმნილი “ადამიანის მსგავსი შვიდი არსება „ყორნის სახით“. სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ – შავი ან მუქი ფერის კანით. სწორედ ისინი არიან მოხსენიებული კაბალაში ედემის მეფეების სახელით. ეს იყო პირველი რასა, არასრულყოფილი და უსქესო, რომელიც მოგვიანებით განადგურდა. ეს იყო რასა, რომელიც სქესის ბალანსამდე გაჩნდა, ამიტომ მოხდა მათი განადგურება.

Read More

ჰერმეტიზმი

ჰერმეტიზმი

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

სიტყვა “ჰერმეტიზმის” ლათინურიდან პირდაპირი თარგმანი ნიშნავს საიდუმლოს, ფარულს ამოუცნობს. მას უწოდებენ მეცნიერებას რომელიც სწავლობს ბუნების ამოუცნობი ძალებისა და ადამიანის ურთიერთკავშირს. ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობაა: მაგიური ძალების გამოვლენა ადამიანში და მისი მართვა, ტელეპატია, ასტროლოგია და საერთოდ ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც მეცნიერების მიერ ჯერჯერობით აუხსნელია. ჰერმეტიზმს ასევე უწოდებენ ოკულტიზმს.

Read More

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა X

კატეგორია თარგმანი, მაგია, ფილოსოფია January 09, 2016  |  Comments Off on ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა X
ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა X

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

(დროის გასაღები)

ყურადღებით მიიღე სიბრძნე, რომელსაც გაძლევ და შეიცანი დაფარული საიდუმლო.

შეიცანი უფსკრულში წარმოქმნილი ა ზ რ ი, რომელმაც წესრიგი და ჰარმონია შექმნა სივრცეში.

ყოველი არსი ექვემდებარება კანონს და მისით არსებობს. შეიცანი ის, გახდი თავისუფალი და აღარასოდეს იქნები ბორკილებზე მიჯაჭვული.

შორს, არაჩვეულებრივ სივრცეებში, დროის უფსკრულის სიღრმეებში ვმოგზაურობდი, რათა შემეცნო ყველა საუდუმლო, ვიდრე ერთხელაც ყველაფერი არ გაიხსნა.

Read More

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა IX

კატეგორია თარგმანი, მითოლოგია, ფილოსოფია December 27, 2015  |  Comments Off on ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა IX
ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა IX

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

(სივრცის თავისუფლების გასაღები)

ყურადღებით იყავი და შეისმინე სიბრძნისა და სინათლის მომტანი ხმა ამ ციკლში, რომელიც დაგეხმარება განდევნო სიბნელე და შემოიტანს ნათელს შენს ცხოვრებაში.

ისწრაფე, იპოვო გზა, რომელიც მზის მსგავს მარადიულ სინათლემდე მიგიყვანს. ერიდე სიბნელის საფარს. გარდაიქმენი სინათლედ.

გახდი ამ სამყაროში თავმოყრილი მზის ენერგიის ჭურჭელი. მიაპყრე თვალები კოსმოსს.

იმღერე სინათლისა და სულის სიმღერა.

Read More

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა VIII

კატეგორია თარგმანი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, მაგია, მითოლოგია, ფილოსოფია December 12, 2015  |  Comments Off on ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა VIII
ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა VIII

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

ადამიანო, გიზიარებ ჩემ ცოდნასა და სინათლის ნაწილს.

შეისმინე და მიიღე შორეული კოსმოსის შრეებიდან მოტანილი სიბრძნე, რომელსაც შენ გადმოგცემ.

მე არ ვარ ადამიანის მსგავსი, რადგან გავთავისუფლდი შრეებისა და განზომილებებისგან და ყოველ მათგანში, სრულიად ახალ სხეულებში გარდავიქმნები. ყოველ მათგანში შემიძლია ფორმა ვიცვალო, რადგან ამიერიდან ვიცი, რომ ყველაფერი, რასაც ფორმა გააჩნია, ასევე უფორმოა.

უსაზღვროა შვიდეულის სიბრძნე და ძლევამოსილება. დიდი ძალაუფლების მეშვეობით, საზღვრებს მიღმა, ძალით აღსავსენი გამოვლინდებიან ისინი.

შეისმინე ეს ბრძნული სიტყვები და აქციე ისინი საკუთრად. იპოვე მათში უფორმო. საიდუმლო – ეს არ არის დაფარული ცოდნა. იცოდე და გაგეხსნება.

Read More

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა VII

კატეგორია თარგმანი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, მაგია, მითოლოგია, ფილოსოფია December 12, 2015  |  Comments Off on ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა VII
ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა VII

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

ადამიანო, ისმინე ჩემი ხმა, გახსენი გონება და მიიღე სიბრძნე.

ბნელია ცხოვრების ის გზა, რომლითაც მიდიხარ. მრავალი საფრთხე გელის, ამიტომ ყოველთვის უმაღლესი სიბრძნის შეცნობისაკენ ისწრაფე. მიაღწიე და სინათლე იქნება შენი მუდმივი თანამგზავრი.

გაუღე გული კოსმოსს, შემოაღწიოს და დაე იდინოს მან შენში. სინათლე სამუდამოა, ხოლო სიბნელე – წარმავალი. ისწრაფე მუდმივად სინათლისკენ.

Read More

ძველი აღთქმის ღმერთ(ებ)ი (ნაწილი I)

კატეგორია ისტორია, ცივილიზაცია, რასები, მეცნიერება, ფილოსოფია May 04, 2013  |  Comments Off on ძველი აღთქმის ღმერთ(ებ)ი (ნაწილი I)
ძველი აღთქმის ღმერთ(ებ)ი (ნაწილი I)

სტატიის ავტორი: lashapoli

ეს თემა ეხება იმ მოვლენებს რომელიც ძველ აღთქმაში ვითარდებოდა. კერძოდ ღმერთად წოდებულ სუიექტებზე, რომლეთა კარნახითაც ხორცილდებოდა ესე თუ ის ქმედება.

Read More