abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ტრანსცენდენტული მედიტაცია

კატეგორია ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება September 22, 2012  |  Comments Off on ტრანსცენდენტული მედიტაცია
ტრანსცენდენტული მედიტაცია

 

ტრანსცენდენტული მედიტაცია – ესაა მედიტაციის ტექნიკა მანტრების გამოყენებით. მისი ათვისება და შესრულება ძალიან ადვილია. ესაა მარტივი, ბუნებრივი გონებრივი მეთოდი, რომელიც უნდა შევასრულოთ 20 წუთით ორჯერ დღეში (დილით და საღამოს) კომფორტულად მჯდომ, თვალებდახუჭულ მდგომარეობაში. ამ პრაქტიკის დროს ჩვეული გონებრივი პროცესი ნაკლებად აქტიური ხდება ან მშვიდდება და მიიღწევა “მშვიდი გაცნობიერებულობის” განსაკუთრებული ფსიქო-ფიზიოლოგიური მდგომარეობა. ტმ კარგად ხსნის სტრესს და ხელს უწყობს პიროვნების განვითარებას. მიუხედავად თავისი უბრალოებისა და სიმარტივისა, ტმ მაღალი სიზუსტით გამოირჩევა.

Read More

ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?! ნაწილი 2

კატეგორია 2012 წელი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება July 16, 2012  |  Comments Off on ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?! ნაწილი 2
ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?! ნაწილი 2

ახლა დავეშვათ დაბლა ჩვენს ფიზიკურ სამყაროში.
მაგრამ მანანდე ორიოდე სიტყვით თვითონ შექმნაზე, ქმნილების პროცესზე. შექმნა ხდება ერთი საფეხურით მაღალ განზომილებაში სუფთა ღვთიური გონის, აზრის პროეცირებით სივრცეში, რომელიც იგივე სამყაროს მსგავსია, მაგრამ არა იდენტური. ყველაფერი იწყება ქაოსით, ან უფრო სწორად რაც ქაოსად ჩანს, მასში უდიდესი წესრიგი და კანონზომიერებაა, ყველა ატომს მისი ზუსტად განსაზღვრული ადგილი და სივრცე უჭირავს, ეს პროცესი მილიონჯერ თუ მილიარდჯერ აჩქარებული რომ დაინახოთ, იხილავდით საკრალური გეომეტრიის საოცრად ზუსტ და ულამაზეს ფორმებს, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან გარკვეული კანონზომიერებით და ერთი პროცესი მიმდინარეობს პლანეტების გაზობრივი ფორმებიდან მყარ სხეულებად ჩამოყალიბებისა თუ მზის სისტემის და გალაქტიკების შექმნაში, ასევე თუნდაც ერთუჯრედიანი ცოცხალი არსების განვითარებაში, და ყველა პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ღვთიური ნებით და ენერგიით მიმდინარეობს.

Read More

ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?! ნაწილი 1

კატეგორია ისტორია, ცივილიზაცია, რასები, პარამეცნიერება, ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება July 16, 2012  |  Comments Off on ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?! ნაწილი 1
ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?! ნაწილი 1

ამ ახალ თემაში მინდა მოგაწოდოთ, და თქვენგანაც მოვისმინო კოსმოლოგიური სურათი იმისა, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, როგორ აღმოვჩნდით ამ დუალისტურ ბოროტება-სიკეთის სამყაროში, რა არის საერთოდ ბოროტება და სიკეთე, ან ჩვენ რას ვაკეთებთ აქ ან სად მივდივართ….. არ იფიქროთ ამ დროის დასაწყისიდან არსებული კითხვების ზუსტი პასუხების შემოთავაზებას ვაპირებდე, ნამდვილად არ მაქვს ასეთი პრეტენზია .

Read More