abc

Posts Tagged With 'ლემურია'

ტ ო ლ ტ ე კ ე ბ ი

Posted by tikoroma in ისტორია, ცივილიზაცია, რასები, კულტურა, მეცნიერება, მითოლოგია September 18, 2016  |  Comments Off on ტ ო ლ ტ ე კ ე ბ ი
ტ ო ლ ტ ე კ ე ბ ი

ავტორი: მან გალა

ჯგუფი ფეისბუქზე: DREAMCATCHER

მსოფლიოში გაბნეულია გარემოსგან განცალკევებულად მცხოვრები რამოდენიმე მოსწავლე, რომლებიც სულიერი და ფიზიკური სამყაროების პრობლემების კვლევით არიან დაკავებული. ისინი ფლობენ საიდუმლო ხელნაწერებს, რომლებშიც იმ მოღვაწეების ნაშრომებია შემონახული, რომელთა მემკვიდრეებადაც თავად გვევლინებიან.

ე. ბლავატსკაია „მხილებული ისიდა“

Read More

დედამიწის ცივილიზაციები

Posted by tikoroma in ვედები, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, კულტურა May 09, 2016  |  Comments Off on დედამიწის ცივილიზაციები
დედამიწის ცივილიზაციები

ავტორი: მან გალა

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

პირველ რასას დედამიწაზე ა ს უ რ ე ბ ი წარმოადგენდნენ. მითებიდან და ძველი რელიგიური გადმოცემებიდან ჩვენთვის ცნობილ ასურების ცივილიზაციას, ასევე გოლიათების რასასაც უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ გოლიათებთან მხოლოდ სიმაღლე აქვთ საერთო (ასურების სიმაღლე 50 მეტრს აღწევდა). ღვთიური არსებების მიერ შექმნილი ეთეროვანი სხეულის არსებები არსებობის შეწყვეტისას, ყველანაირი კვალის დატოვების გარეშე, უბრალოდ ქრებოდნენ და სივრცეს ერწყმოდნენ. ასურები დედამიწაზე დაახლოებით 10 მილიონი წელი არსებობდნენ და თითოეული მათგანის სიცოცხლე ათობით ათას წელიწადს გრძელდებოდა.

Read More

ლემურიელები

Posted by tikoroma in ისტორია, ცივილიზაცია, რასები, კულტურა, მითოლოგია May 08, 2016  |  Comments Off on ლემურიელები
ლემურიელები

ავტორი მან გალა

ატლანტიდის არსებობის ხანგრძლივობა შეიძლება 4-5 მილიონი წლით ვივარაუდოთ. სწორედ ამ პერიოდში, მაშინ ჯერ კიდევ არსებულ ლემურიის კონტინენტზე, წარმოიშვა ატლანტიდაზე დასახლებული მეოთხე ძირეული რასის პირველი ქვე რასა – რმოაჰალები.
უძველესი რუქებიდან შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ერთ დროს ლემურია თითქმის სრულად მოიცავდა დედამიწის გარშემოწერილობას და დაწყებული კაბო ვერდედან, აფრიკიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ავსტრალიამდე და შემდეგ პატაგონიამდე ტერიტორიას მოიცავდა.

Read More

დაკარგული კონტინენტი – მუ

Posted by tikoroma in თარგმანი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, კულტურა, მითოლოგია May 08, 2016  |  Comments Off on დაკარგული კონტინენტი – მუ
დაკარგული კონტინენტი  - მუ

ჯერი ფოსტერის მიხედვით

ავტორი tikoroma

ჯეიმს ჩარჩვორდის ვერსია:
1868 წელს პოლკოვნიკმა ჯეიმს ჩარჩვორდმა, რომელიც მაშინ ბრიტანეთის არმიაში ინდოეთში მსახურობდა, ადგილობრივი ბერი გაიცნო. მან ჯეიმსს აჩვენა თიხის დაფები უძველესი ჩანაწერებით – “ნააკალის ცხრილები”, რასაც მალავდნენ ტაძრის სარდაფები საუკუნეების განმავლობაში. ამ დაფებზე მათ ამოიკითხეს უძველესი დაკარგული კონტინენტის შესახებ, სადაც ჰყვაოდა პირველი დიდი ცივილიზაცია დედამიწაზე.

Read More

ლემურია

Posted by ESOTERIC in ისტორია, ცივილიზაცია, რასები June 03, 2015  |  Comments Off on ლემურია
ლემურია

ავტორი:  tikoroma

ჯერი ფოსტერის მიხედვით

კონტინენტი სახელწოდებით “ლემურია”, სავარაუდოდ, აფრიკასა და ინდოეთს შორის მდებარეობდა. ეს სახელი უწოდა ინგლისელმა ზოოლოგმა ფილიპ ლ. სლეიტერმა, რომლის აზრით, ეს ხმელეთი შესაძლებელია ადამიანისა და ანთროპოლოგიური მაიმუნის შუალედური არსების – “დაკარგული რგოლის” სამშობლო ყოფილიყო. იგი მიიჩნევდა, რომ ერთ დროს ინდოეთის ოკეანეში არსებული ხმელეთი ერთმანეთთან აკავშირებდა აფრიკას და ინდოეთს, ასევე მადაგასკარსა და სამხრეთ აზიის ქვეყნებს. ეს იყო გარკვეული “სახმელეთო ხიდი”, რომლითაც ლემურიები და სხვა მაიმუნისმაგვართა ჯიშის ცხოველები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ორ კონტინენტზე.

Read More