abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

XXI საუკუნის თაობა (შეხვედრა უჩვეულო ახალგაზრდასთან)

XXI საუკუნის თაობა (შეხვედრა უჩვეულო ახალგაზრდასთან)

ესაუბრება: old_man

გიორგი 2011 წელს ეზოთერული ცოდნის ფორუმის საშუალებით გავიცანი. მაშინ სულ რაღაც 16 წლის ბიჭი იყო, თუმცა, თანატოლებს არ ჰგავდა. ისეთი საკითხები აინტერესებდა, რაც მის ასაკში იშვიათობაა. საუბრობდა ენერგეტიკაზე, ადამიანის აურაზე, ტელეკინეზზე. ეს არ იყო მხოლოდ თეორიული ცოდნა. მაშინვე შეატყობდით, რომ იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე ამჟღავნებდა. შეიძლება ამის მიზეზი იყო ის, რომ ლაპარაკი არ უყვარდა, მოსმენა ერჩივნა. რამდენიმე თვის შემდეგ შემთხვევით გავიგე, რომ გიორგი უნიკალურ უნარებს ფლობს.

თუ რა ფენომენთან გვაქვს საქმე, დღეს ბლოგის მკითხველები თავად გიორგისგან შეიტყობენ.

გიორგი, მოდი, მოკლედ გააცანი მკითხველს რა უნარები გაქვს და რაში იყენებ.

– მე აღვიქვამ  ადამიანის აურას. ვხედავ შინაგანი ორგანოების ფერს და ამის მიხედვით შემიძლია დავადგინო ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

როდის მიხვდი, რომ სხვებისგან განსხვავდებოდი?

– როცა ადამიანს ვუყურებდი, ვხედავდი ფერებს და მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ სხვები ამას ვერ ხედავდნენ. ხშირად, ამის გამო ვერ მიგებდნენ. როცა მეგობრებს ვეუბნებოდი, რომ მათ გარშემო ჩანდა ფერები, ამას ჩემს ფანტაზიად თვლიდნენ ან ეგონათ, რომ ფსიქიკური დარღვევა მქონდა.

უფრო კონკრეტულად, როგორ აღიქვამ დაავადებულ ორგანოს? მაგალითად, თუ ადამიანს სიმსივნური დაავადება აქვს.

– მე ვიცი ჯანმრთელი ადამიანის ორგანოების ფერი. სწორედ ამის მიხედვით შემიძლია განვსაზღვრო. მაგალითად, თუ ადამიანის ფილტვს ნაცრისფრად ვხედავ, ეს იმის მაუწყებელია, რომ ამ ორგანოზე სიმსივნური დაავადება სჭირს.

მაგრამ ფილტვზე თუ სხვა სახის დაავადება აწუხებს, მაშინაც ნაცრისფერი იქნება?

– არა. ყველა დაავადებას თავისი კონკრეტული ფერი აქვს და ფერთა ტონალობაც ავადმყოფობის სტადიების მიხედვით იცვლება.

ისეთი შემთხვევა გქონია,  რომ შენი დიაგნოზი  არ გამართლებულა?

– მე შეიძლება დავინახო, რომ ადამიანს რომელიმე ორგანო წესრიგში არ აქვს და ამის შესახებ ვუთხრა. თუმცა, მან  შეიძლება მიპასუხოს, რომ არ აწუხებს და არც არასოდეს შეუწუხებია. უბრალოდ, იმ პერიოდში ფიზიკურ დონეზე სიმპტომები ჯერ არ აღენიშნება, შეიძლება არც ანალიზებში გამოჩნდეს რამე, მაგრამ ენერგეტიკულ დონეზე ვხედავ, რომ პროცესი დაწყებულია და შეიძლება ავადმყოფობა რამდენიმე წლის შემდეგ გამოუვლინდეს.  ამიტომ ჩემს ნათქვამს ყურადღება უნდა მიაქციოს.

გამოდის, რომ შეგიძლია დიაგნოსტირება. მკურნალობ კიდეც?

– ვმკურნალობ, მაგრამ იშვიათად.

რატომ?

– ასაკიდან გამომდინარე, ზოგი სკეპტიკურად მიყურებს. პაციენტები მეტწილად ჩემი მეგობრები და ახლობლები არიან. თუ ჩემთან უცხო ადამიანები მოდიან, მიწევს ერთი და იგივე დამღლელ კითხვებზე პასუხის გაცემა. შეიძლება ითქვას, მცდიან. ხოლო, როცა ზუსტად ვეუბნები ინფორმაციას მათი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ, გაოგნებული რჩებიან.

მკურნალობისას რა მეთოდებს იყენებ?

– მართალი გითხრათ, მკურნალობის მეთოდები საფუძვლიანად შესწავლილი არ მაქვს, თითქოს ბუნებრივად ვიცი. ვმკურნალობ აკუპუნქტურულ წერტილებზე ზემოქმედებით. ასევე, ვიყენებ რეიკის სამკურნალო სისტემას.

გიორგი, ხარ 18 წლის სიმპათიური ბიჭი, დიდ ცხოვრებას ახლა იწყებ. როგორ ფიქრობ, ხომ არ არსებობს იმის საშიშროება, რომ სხვა ტიპის გატაცებებმა და მისწრაფებებმა შენი უნარების რეალიზაციას გარკვეულწილად ხელი შეუშალოს? თუ გიფიქრია ამაზე?

– მართალი გითხრათ, არ მიფიქრია. ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ და ზუსტად ვერ გეტყვით რა მინდა და რა მისია მაქვს  ამ ცხოვრებაში.

ცხოვრებაში სხვა რა ინტერესები გაქვს?

– მე არ ვთვლი, რომ ვინმესგან რამით გამოვირჩევი.  ჩვეულებრივი ბიჭი ვარ. მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა, მუსიკა და არც საწინააღმდეგო სქესის მიმართ ვარ გულგრილი.

დიდი მადლობა, გიორგი. გისურვებ წარმატებებს!

– მადლობა თქვენ. იმედია,  კითხვებს   ამომწურავად გავეცი პასუხი და ბლოგის მკითხველიც კმაყოფილი დარჩება.

ჩვენ ბლოგის მკითხველებს კი გეტყვით, რომ მომავალშიც არაერთ საინტერესო ადამიანს შევხვდებით.

(Visited 1,078 times, 1 visits today)