abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ანი ბეზანტი –  ასტრალური შრეების აღწერა

ანი ბეზანტი -  ასტრალური შრეების აღწერა

მთარგმნელი – ano (esoteric.ge)

(I ნაწილი)

ადამიანთა გარდაცვალების შემდგომი განცდები
უბედური შემთხვევა, თვითმკვლელობა, ძალადობრივი ან სხვა სახის მოულოდნელი გარდაცვალება, განსხვავდება იმ ადამიანთა გარდაცვალებისაგან, რომელთა სასიცოცხლო ენერგიაც დაეცა ავადმყოფობისაგან ან სიბერისაგან.
თუ ისინი იყვნენ სუფთები და სულიერად მორგებული, მას ინახავენ და სძინავთ ბედნიერად მათი სიცოცხლისათვის განკუთვნილ დრომდე. მაგრამ სხვა შემთხვევაში თვითმკვლელები ან მოულოდნელად გარდაცვლილნი ინარჩუნებენ ცნობიერებას და გარკვეული დროის განმავლობაში განიცდიან თავიანთი მიწიერი ცხოვრების ბოლო სცენას, თან ვერ ამჩნევენ, რომ უკვე დაკარგეს ფიზიკური სხეული და იმყოფებიან ასტრალურ სფეროში. ამ შემთხვევაში ნორმალური გამწმენდი პერიოდი იწყება ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, მანამდე კი ცოცხლად აღიქვამენ ასტრალურ და ფიზიკურ სამყაროებს.


ადამიანმა, რომელმაც ჩაიდინა მკვლელობა, ხოლო შემდეგ ის სიკვდილით დასაჯეს, ის განსაწმენდელში კვლავაც და კვლავაც იმეორებს (განიცდის) ჩადენილ მკვლელობის სცენას, მის შემდგომ დაპატიმრებას და სიკვდილით დასჯის სცენას. თვითმკვლელს ავტომატურად ექნება სასოწარკვეთილების და შიშის განცდის განმეორება, რომელიც წინუსწრებდა თვითმკვლელობას და ის კვლავ განიცდის თავის სიკვდილისწინა ბრძოლას.
ერთმა ქალმა, რომელიც ხანძარში დაიღუპა საშინელ განცდებში, თავის ირგვლივ ემოციების ისეთი დიდი ქარბორბალა შექმნა, რომ ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ტანჯვის სცენა, ველურად ხელს ჰკრავდა მათ, ვინც მის დამშვიდებას ცდილობდა, მაშინ როდესაც სხვა ქალმა, რომელსაც ბავშვი გულზე ეწვინა და საშინელი შტორმის დროს დაიღუპა, შეინარჩუნა სიმშვიდე, სიმამაცე და სრული სიყვარული გულში, გარდაცვალების შემდეგ შევიდა სრული მშვიდი ძილის მდგომარეობაში, სავსე ნათელი და ბედნიერი ხილვებით მოსიყვარულე ქმარსა და შვილებზე.
შედარებით ჩვეულებრივი განცდით, უბედური შემთხვევით, გარდაცვალების დროს ადამიანი მაინც ხვდება განსაცდელში, რაც გამოწვეულია მის მიერ ჩადენილი საქციელის გამო და ეს შესალოა არ იყოს ამ ცხოვრებაში ჩადენილი საქციელი. ვინაიდან ცნობიერების სრული შენარჩუნება განსაწმენდელის ქვედა განყოფილებაში მჭიდროდ არის დაკავშირებული დედამიწასთან, ადამიანი კვლავაც სავსეა ინტერესებითა და გეგმებით, რომლებითაც დაკავებული იყო ის სიცოცხლეში. ის აღიქვამს ადამიანებს და ნივთებს, რომლებიც მასთან არის დაკავშირებული. მას ძალიან სურს მოახდინოს ზეგავლენა საქმეებზე. მოკლედ, ძალიან იზიდავს დედამიწა, თუმცა არ გააჩნია ფიზიკური სხეული. ერთადერთი გამოსავალი ასეთ შემთხვევაში არის ის, რომ  მოშორდე დედამიწას და მიმართო ცნობიერება უმაღლესისაკენ, მაგრამ მცირედნი ახერხებენ ამას, იმათი დახმარებითაც კი, ვინც ასტრალურ სამყაროში მოხვედრილ ტანჯულ სულებს ეხმარება. არიან არსებები, ვისი მოვალეობაც არის იმათი დახმარება, ვინც დედამიწა დატოვა.
არცთუ იშვიათად ასეთი ტანჯულები, გამოფიტულნი თავიანთი უსაშველო უმოქმედობით, ეძებენ თანადგომას მედიუმ სუბიექტებთან და მათი დახმარებით კვლავ ერევიან მიწიერ საქმეებში. არცთუ იშვიათად ისინი ფლობენ შესაფერის მედიუმებს, იყენებენ მათ სხეულებს, რითაც დიდ პასუხისმგებლობას ჰკიდებენ საკუთარ თავს სამომავლოდ. ოკულტური საფუძვლის გარეშე არ ჩაურთავთ ინგლისელ მღვდლებს ლოცვაში: „ომისაგან, მკვლელობისაგან და მოულოდნელი სიკვდილისაგან გვიხსენი, უფალო!“

განსაწმენდელი

ახლა კი განვიხილოთ განსაწმენდელის სხვადასხვა სფეროები, რომ ცოტა მეტი გავიგოთ იმ პირობების შესახებ, რომელიც ადამიანმა თავისი მიდრეკილებით და სურვილებით ფიზიკურ სიცოცხლეში, გაამზადა თავისი გარდამავალი მდგომარეობისათვის; თან გვახსოვდეს, რომ სასიცოცხლო ენერგიის ხარისხი ნებისმიერ ასტრალურ გარსში  და შესაბამისად, ადამიანის მასში ყოფნის ვადაც, ამ სასიცოცხლო ენერგიის ხარისხზეა დამოკიდებული.
თუ მდაბალი ვნებები იყო ენერგიულ მოქმედებაში, მაშინ ასტრალური სამყაროს ყველაზე უხეში მატერია დაიტენება სასიცოცხლო ენერგიით და მათი რაოდენობა იქნება შედარებით მაღალი. ეს კანონი ყველა განსაწმენდელის სფეროში მოქმედებს, ამიტომ სიცოცხლეშიც ადამიანს შეუძლია იცოდეს, თუ როგორ მომავალს უმზადებს ის საკუთარ თავს სიკვდილის შემდეგ.

ასტრალური სამყაროს ქვედა სფეროს აღწერა და მიზეზი რის გამოც მასში ხვდებიან

პირველ ანუ ქვედა განსაწმენდელში მოიაზრება ის, რასაც ინდუისტურ ან ბუდისტურ წერილებში ეწოდება „ჯოჯოხეთი“.
ამ მდგომარეობაში გარდამავალი ადამიანი არ თავისუფლდება ვნებებისაგან და მავნე სურვილებისაგან, რომლებმაც ის აქ მიიზიდა. ისინი რჩებიან როგორც მისი ხასიათის ნაწილი, დამალული, როგორც მისი სულის ნაწილი, და რჩება მანამ, სანამ არ დადგება მომენტი მათი კვლავ გამოვლინებისათვის. ეს მომენტი დადგება მაშინ, როდესაც ფორმირებას დაიწყებს ახალი „სურვილის სხეული“, ამავე ადამიანის განსხეულებისათვის ფიზიკურ სამყაროში.
ადამიანის განსაწმენდელის ყველაზე დაბალ სფეროში ყოფნა დამოკიდებულია მისი „სურვილის სხეულში“ ყოფნაზე (Kama-Rupa), რომელიც ეკუთვნის ამ სფეროს და ის რჩება მასში როგორც პატიმარი, სანამ ამ მატერიის დიდი ნაწილი არ ჩამოშორდება მას, სანამ გარსი იმდენად არ შემოიძარცვება, რომ ადამიანმა შეძლოს შეხება შემდეგ მაღალ სფეროზე.
ამ ადგილის ატმოსფერო არის საშინელი, მძიმე, მწუხარე და უჩვეულოდ დამთრგუნველი. ის ჩანს სავსე ყველანაირი ბოროტი გამოვლინებებით, მტრული სიკეთისადმი და სინამდვილეში ის ასეთიც არის. ეს მძიმე ვიბრაციები იქმნება ადამიანების მიერ, რომლებიც მიიზიდა ამ საშინელმა ადგილმა თავიანთი ბოროტი ვნებებით. ყველა სურვილი და გრძნობა, რომლის გამოწვევაც შეუძლია, აქ პოულობენ მასალას გამოვლინებისათვის, ეს ყველაზე საშინელია ჯურღმულთაგან თავისი საშინელებებით. დაფარული ფიზიკური თვალთახედვისაგან და გამოფენილია აქ მთელი თავისი საშინელებებით. მისი შესახედაობა იმითაც ღრმავდება, რომ ასტრალურ სამყაროში შინაგანი სამყარო გამოიხატება ფიზიკური სახით, და ადამიანი სავსე ბოროტი ვნებებით აისახება სრულიად ფიზიკურ სახეში, მხეცური მადა ასტრალურ სხეულს აძლევს მხეცის ფორმას. ასტრალურ სამყაროში ვერ ითვალთმაქცებ, როგორიც არის სინამდვილეში ადამიანი ისეთია მისი სახეც. ის ან სილამაზეს ასხივებს, თუკი მისი სული კეთილშობილურია, ან დამაფრთხობელია თავისი უსახურობით, თუკი მისი ბუნება უწმინდური იყო.
აი, რატომ ხდება გასაგები თუ ვინ იყვნენ მასწავლებლები, როგორიცაა ბუდა, რომლის შინაგანი ხედვითაც მთელი სამყარო ღია იყო. მათ ნათლად შეეძლოთ აღეწერათ ყველა საშინელი მოჩვენება და გამოსახულება. თანამედროვე ადამიანები მსგავს გამოსახულებებს ეჭვის თვალით უყურებენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ იციან როგორები არიან მატერიისაგან განთავისუფლებული სულები, შეუნიღბავი სახით. თუკი ამ სამყაროში გარყვნილი და მთვრალი გარეწარის სახე ითვლება ამაზრზენად, მითუმეტეს, პლასტიურ ასტრალურ სამყაროში, სადაც მატერია იღებს შესაბამის ფორმას დანაშაულის ჩადენის მცირე სურვილზეც კი _ ადამიანი მომენტალურად გამოვლინდება საშინელი ფორმით, გარდამავალი სხვადასხვა ფორმის უსახურობებით. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვედა დონის მოსახლეობა არის ყველაზე საზიზღარ ადამიანთა ნაკრები, რომლებმაც ჩაიდინეს მხეცური დანაშაულები. ერთადერთი, რომლებიც შესაძლოა დროებით მოხვდნენ აქ, არიან თვითმკვლელები, ან რომლებმაც თვიანთი მოქმედებით ზიანი მიაყენეს საკუთარ თავს. მაგრამ ყველა თვითმკვლელი აქ არ ხვდება, იმიტომ რომ თვითმკვლელობები ხდება სხვადასხვა გავლენით და მოტივით, აქ კი ხვდებიან ისინი, რომლებიც თავს იკლავენ, რათა აიცილონ თავიანთი საქციელის გამო მოსალოდნელი სასჯელი. ამ ადგილას ყველა საკუთარი უბედურების შემქმნელია. ფიზიკური სხეულის დაკარგვის გარდა, ადამიანბი აქ ამზეურებენ საკუთარ ვნებებს მთელი თავისი სიშიშვლით, სავსე ბოროტებით, დაუკმაყოფილებელი მისწრაფებებით, აღსავსე შურით და ზიზღით, მოწყურებულნი ფიზიკურ დაკმაყოფილებას. რადგან მათ ფიზიკური სხეული დაკარგეს აღარ შეუძლიათ დაკმაყოფილება, ისინი დაძრწიან დახარბებულები ამ სფეროში, სახლების ირგვლივ და ტავერნებში, ინსპირირებენ რეგულარულად სამარცხვინო ძალადობრივ ქმედებებს, სადაც არიან დასახლებულნი. გულისამრევი ატმოსფეროა ასეთი ადგილების ირგვლივ. ძირითადად ეს ხდება დედამიწაზე მიჯაჭვული ასტრალური სხეულების მიერ, რომლებიც გამოსცემენ ბინძურ სურვილებს. მედიუმები, სუფთა და კეთილშობილური ხასიათის გამონაკლისებით, ძალიან ხშირად ხდებიან მათი თავდასხმის ობიექტები, და მათ შორის ყველაზე სუსტებს ართმევენ სხეულს, რათა დროებით იყვნენ მასში. სიკვდილით დასჯილი მკვლელები ძრწიან საშინელებისაგან და შურისძიების წყურვილისაგან, რომლებიც კვლავაც ხედავენ მკვლელობას და შემდეგ განვითარებულ საშინელ მოვლენებს, რის გამოც მათ აკრავთ საშინელი აზრფორმის ატმოსფერო. ასეთი აზრფორმები მას აკეთებინებს იმას, რაზედაც არის მიმართული. ზოგჯერ იქ შეიძლება იხილოთ ადამიანი, რომელსაც დაუღალავად დაჰყვება თავისი მოკლული მსხვერპლი, რომელიც ვერ აღწევს მას თავს, მიუხედავად მისგან თავის დაღწევის დიდი მცდელობისა. მოკლული, თუკი ის არ არის ადამიანთა ყველაზე დაბალი დონიდან, ამ დროს იმყოფება უგონო მდგომერეობაში, და სწორედ ეს უგონო მდგომარეობა აძლევს შემზარავ სახეს მის სუფთა მექანიკურ აკიდებას მკვლელზე.
აქვე იმყოფება სექტორი ჯოჯოხეთი, იმიტომ რომ უხეში მატერია იზიდავს ასტრალური სხეულის შემადგენელ მატერიას ამ სექტორში. ცხოვრობს მის ირგვლივ მყოფი სახეობების და მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გარემოცვაში, რომლებიც მოძრაობენ და ყვირიან ტკივილებისაგან, რაც უფრო დიდი იყო მათი ვნებების ვიბრაციები სიცოცხლეში, მით მეტ ხანს არიან ამ ასტრალურ სამყაროში. მათ აქვთ სიძულვილის ვიბრაციები, აქ მეორდება ავტომატურად მისი ყველაზე მტანჯველი მომენტები რომლებიც სიცოცხლის ბოლოს გადაიტანა.
სანამ ამ სამწუხარო სფეროს დავტოვებდეთ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ არ არის შემთხვევითი სასჯელები დანიშნული გარე მხრიდან, არამედ უბრალოდ გარდაუვალი მიზეზის შესრულება, რომელიც ადამიანმა თავის სიცოცხლეში შექმნა, შესაბამისად საკუთარი ასტრალური სხეული მიიზიდა უხეში მატერიისაკენ. ამგვარად მან შექმნა ციხე თავისი სულისათვის, და ეს ციხე უნდა იქნას განადგურებული, რათა მან იხსნას საკუთარი სული. ეს ისეთივე გარდაუვალია, როგორც აქ დედამიწაზე ლოთს უწევს იცხოვროს თავის შემზარავ და მოშხამულ სხეულში. რასაც დასთესავ იმას მოიმკი, ასეთია ყველა სამყაროს კანონი, და ამ კანონს თავს ვერავინ დააღწევს.

აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ ასტრალური სხეული იმაზე უარესი არ არის რაც დედამიწაზე ყოფნის დროს იყო, როდესაც ის ქმნიდა ატმოსფეროს თავის ირგვლივ, გაჯერებული უარყოფითი ასტარალური ტალღებით. უბრალოდ ამ უსახურობას ადამიანები ვერ ამჩნევენ, რადგან ისინი დედამიწაზე ასტრალურად ბრმები არიან. გარდა ამისა, მათ ტანჯვაზე ფიქრის დროს შეგვიძლია თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ ეს დროებითია და წარმოადგენს აუცილებელ გაკვეთილს მათი სულისათვის ბუნების კანონების  დარღვევის გამო. ისინი ასევე იძულებული იქნებიან შეისწავლონ ეს კანონები. გაკვეთილი, რომლის გავლაც მათ არ სურდათ დედამიწაზე ყოფნის დროს, რადგან შეპყრობილნი იყვნენ საკუთარ სურვილებზე დევნით, აქ ეძლევათ მათ  და მიეცემათ შემდეგ ცხოვრებაშიც მანამ, სანამ ბოროტება ძირფესვიანად არ აღმოიფხვრება. ბუნების კანონები მკაცრია, მაგრამ მოწყალე, რადგან სული მიჰყავს ევოლუციისაკენ, რათა მიაღწიოს უკვდავებას.

ფიზიკური სამყაროს ასტრალური ორეული
ახლა კი გადავიდეთ შედარებით კომფორტულ ზონაში. ასტრალური სამყაროს მეორე განყოფილებას შეიძლება ეწოდოს ფიზიკური სამყაროს ასტრალური ორეული.

ყველა ნივთის და ბევრი ადამიანის ასტრალური სხეული ძირითადად შედგება მატერიისაგან, რომელიც ამ ასტრალურ სფეროს ეკუთვნის, რადგან ის ახლო შეხებაშია ფიზიკურ სფეროსთან. გარდაცვლილთა უმეტესობა დროებით აქ ყოვნდებიან ცნობიერების სრული შენარჩუნებით. ამ ადამიანთა ინტერესი დაკავშირებულია ტრივიალურ (ვულგარულ) წვრილმან ობიექტებზე, მათ თავისი სული ჩადეს წვრილმანებში. ასევე ისინი, რომლებიც თავისი მდაბალი ბუნების მონები იყვნენ და გარდაიცვალნენ, რომელთაც ვერ ჩააქრეს ფიზიკური სიამოვნებებისადმი სწრაფვა.
სიცოცხლის ფართოდ გამომყენებელი, რომელმაც თავისი ასტრალური სხეული ამ მატერიისაგან შექმნა, მარტივად რეაგირებს სხვადასხვა გრძნობით გამღიზიანებლებზე. ისინი ამ სხეულით იმიტომ ნარჩუნდებიან სამეზობლოში, რადგან ისინი მიიზიდა ფიზიკური ცხოვრების დროს. ისინი არიან დაუკმაყოფილებელი და განგაშის შეგრძნებით, შეპყრობილნი არიან ტანჯვით, ამ ყოველივეზე მიჯაჭვულნი სურვილების ძალით, რომელთა დაკმაყოფილებაც მათ არ შეუძლიათ. ზოგ მათგანს ძლიერი განსაცდელის გადატანა უწევს და დიდხანს რჩება ადგილზე, სანამ მათი მიწიერი ვნებები არ ამოიწურება. ზოგი მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს თავიანთ ყოფნას ასტრალურ სამყაროში, მიილტვიან რომ მედიუმის სხეულის საშუალებით შევიდნენ დედამიწის საზოგადოებაში, რომელიც მათ ძველებურად აინტერესებთ. მათგან მომდინარეობს ის ბავშვური ტიტინი, რომელიც ყველასათვის ცნობილია, ვინც ნამყოფია საჯარო სპირიტუალურ სეანსზე, ქალური ჭორაობა და მოსიარულე მორალი, რომელიც გავრცელებულია დასახლებებსა და დუქნებში. ასე დედამიწაზე მიჯაჭვული სულები არ არიან მაღალგანვითარებულნი. მათი საზოგადოება მეტ ინტერესს იწვევს (მათთვის, ვინც დარწმუნებულია სიკვდილის შემდგომი სულის არსებობაზე), ვიდრე მათი საუბარი სიცოცხლის დროს. და ზუსტად ისევე, როგორც დედამიწაზე: „ისინი თვლიან, რომ მათი პროვინციის ხმაური არის მთელი სამყაროს საუბარი.“
სწორედ ამ სფეროდან გარდაცვლილები ცდილობენ რაღაც საზრუნავის გამო შევიდნენ თავიანთ ახლობლებთან კონტაქტში, რომ მოაგვარონ მიწიერი საქმეები, რომლებიც მათ აფორიაქებენ. თუ ვერ ახერხებენ გამოვლენას, ისინი სიზმრით ცდილობენ თავიანთი სურვილის გამოთქმას. ისინი ხშირად კაკუნს და ხმაურს იწვევენ, რომ მიიქციონ ყურადღება. ასეთ შემთხვევებში მოწყალება იქნებოდა, რომ მცოდნე ადამიანი შევიდეს კონტაქტში ტანჯულ სულთან, გაიგოს მისი სურვილი და ამით აარიდოს მას ფორიაქი
რაც მას წინსვლაში ხელს უშლის.
სანამ სული იმყოფება ამ სფეროში, მათ ყურადღებას იოლად იპყრობს დედამიწა, თუნდაც მათ არ სურდეთ უკან დაბრუნება, და ასეთი ცუდი სამსახური ეწევა ისეთ შემთხვევებში, როდესაც დედამიწაზე დარჩენილი მეგობრები მას უგზავნიან წუხილს და ცეცხლოვან მიმართვებს, რომ დააბრუნონ ისინი უკან. ამ სასოწარკვეთილებით შექმნილი აზრფორმები, იმყოფება განთავისუფლებული სულის ირგვლივ, ეჯახებიან და ხშირად აღვიძებენ მათ, რომელთაც მშვიდად ეძინათ, ან მიზანმიმართულად იზიდავენ მათ ფიქრებს დედამიწაზე.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სულს მშვიდად სძინავს, შეუკავებელ ეგოიზმს დედამიწაზე დარჩენილების მხრიდან, ისეთი ზიანის მოტანა შეუძლია, მეგობრები ინანებდნენ ეს რომ იცოდნენ. უსარგებლოა წუხილი გარდაცვლილის მიმართ, ამ ცოდნამ შესაძლოა ახალი ძალა მისცეს რელიგიურ სწავლებას, რომელიც მოითხოვს ღვთის კანონმორჩილებას და ზედმეტი სევდის ჩახშობას.

გასაწმენდელის მესამე და მეოთხე სფეროები მცირედით განსხვავდება მეორე სფეროსაგან. მეოთხე სფერო შედარებით ეთერულია ვიდრე მესამე, მაგრამ მათი საერთო მახასიათებლები ძირითადად მსგავსია. აქ ასევე იმყოფება შედარებით განვითარებული სულებიც, ამ განსაწმენდელში ეს სულები ყოვნდებიან საზღვარის გამო, რომელიც შექმნილია მათ მიერ მიწიერი ინტერესებიდან გამომდინარე, ძირითადად კი მათი ყურადღება მიმართულია წინ და არა უკან, და თუ ძალით არ მივაბამთ მიწიერ განცდებს, ისინი არ შეყოვნდებიან წინ სიარულის დროს. დროებით ისინი მაინც რჩებიან მგრძნობიარენი დედამიწიდან მომდინარე ვიბრაციების მიმართ, და შესაძლოა მათი მიწიერი ინტერესები ისევ გაღვივდეს მწუხარე გოდებით. განათლებულ და მოაზროვნე ადაიანთა უმეტესობა, რომლებიც სიცოცხლეში დაკავებულნი იყვნენ ძირითადად ქვეყნიური საქმეებით, ამ სფეროში რჩებიან სრული ცნობიერებით, და ისინი შესალოა დედამიწასთან ურთიერთობდნენ მედიუმების საშუალებით, ან თავად ეძებდნენ ასეთ ურთიერთობას, ეს უკანასკნელი კი შედარებით იშვიათად ხდება. მათ შეტყობინებებს შედარებით მაღალი ხასიათი აქვთ, ვიდრე ზემოთხსენებულ შეტყობინებებს, რომელიც მოდიოდა განსაწმენდელის მეორე სფეროდან, მაგრამ არც ისინი არიან იმაზე მეტად ღირებული, რასაც ეს ადამიანი სიცოცხლეში ამბობდა დედამიწაზე. სულიერი გასხივოსნება შეუძლებელია მოდიოდეს განსაწმენდელიდან.

(Visited 847 times, 1 visits today)