abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

იაჰვე

იაჰვე

მთარგმნელი Tikoroma

Ilil Arbel, Ph.D.-ს მიხედვით

ღმერთის სახელი, რაც მოხსენიებულია ბიბლიაში, წარმოადგენს მხოლოდ 4 სიმბოლოს – YHVH ან YHWH. ძველ ებრაულში არ იყო ხმოვნები, ასე რომ არავინ იცის რამდენი ხმოვანი უნდა გამოვიყენოთ ამ სახელის წარმოსათქმელად და რეალურად, როგორ ჟღერს ის. მოგვიანებით გავრცელებული სახელი „იეჰოვა“, არის მისი ინგლისური ვარიანტი და ვერ ვადასტურებთ, რამდენად სწორად შეესაბამება ღმერთის რეალურ სახელს.

ბიბლიაში ღმერთი ხშირად იწოდება როგორც „ადონაი“, რაც ნიშნავს „უფალი ჩემი“, ხოლო საკუთრივ სახელს ტაბუ ჰქონდა დადებული. მას არ ახსენებდნენ. ძველად თვლიდნენ, რომ სახელს აქვს ძალა და თუ იცოდი პირის ნამდვილი სახელი, შენ გქონდა ძალა მასზე. ხშირად პირს ჰქონდა ორი სახელი, ერთი გავრცელებული, მეორე კი საიდუმლო. გამორიცხული არაა, რომ იაჰვე იყო ღვთის საიდუმლო სახელი და მას იყენებდნენ გავლენის მოსახდენად, გასაკონტროლებლად. ეს პრაქტიკა ახლოს დგას ჯადოსნობასთან და კერპთაყვანისმცემლობასთან. მოგვიანებით, როცა მონოთეიზმი გავრცელდა, ღვთის სახელის გამოყენება აიკრძალა. დღესდღეობით ებრაელები მოიხსენიებენ მხოლოდ ტიტულს: ”ყველაზე მაღალი”, ”წმინდა”, ”ღმერთი“, ხოლო სახელს „იაჰვე“ ებრაელები აღარ გამოიყენებენ.

თავდაპირველად იაჰვე არ იყო ებრაელთა ერთადერთი ღმერთი, მაგრამ მან გაიმარჯვა სხვებზე და გახდა პირველი მათ შორის. თუმცა სხვა ღმერთები არ გამქრალან, ებრაელები მათ თაყვანისცემას განაგრძობდნენ არა მხოლოდ უდაბნოში მოგზაურობისას, არამედ აღთქმულ მიწაზე დამკვირდების შემდეგაც. მათ შორის ბრძოლა გამუდმებით მიმდინარეობდა. ბიბლიაში ნახსენებია ღმერთები – Asherah, Baal, Anath, El, Dagon და მრავალი სხვა.

როდესაც მოსემ შეკრიბა ისრაელის 12 ტომი, თითოეული მათგანი გაერთიანებული იყო ერთი დროშის ქვეშ, სადაც მათი ღმერთის სიმბოლო იყო გამოსახული. მაგ. იუდას ტომის დროშაზე გამოსახული იყო ლომი, დანის ტომის დროშაზე – გველი, სახელად Nechushtan. მოგვიანებით Nechushtan-ის ბრინჯაოს გამოსახულება მოათავსეს სოლომონის ტაძარში მანამ, სანამ მეფე ეზეკიამ არ გადაადნო. გამორიცხული არ არის, რომ ეს ღმერთები ებრაელებმა ეგვიპტეში მიიღეს, სადაც ასობით წელი გაატარეს მოსემდე. იქნებ არც არიან ებრაელები აბრაამის შთამომავლები, რომელთა შესახებ დაუდო აღთქმა იაჰვემ და არიან მხოლოდ ტომთა თავისუფალი გაერთიანება?! იქნებ ეს „შეთანხმება“ არც დადებულა და მხოლოდ მოგვიანებით დაემატა ბიბლიას?! არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, ტომთა სიმბოლოები აჩვენებს, რომ მათ ჰყავდათ საკუთარი, განსხვავებული ღმერთები.

ცალკე თემაა ლევიანთა ტომი, რომელთანაც მოსე იყო დაკავშირებული. ლევიანები თაყვანს სცემდნენ სასტიკ ღმერთს, რომლის ადგილად მიიჩნეოდა მთა ჰორები, ან სინას მთა. იყო თუ არა ეს ღმერთი იგივე იაჰვე, აბრაამის ღმერთი? საფიქრებელია, რომ იგივეა. თუ არადა, გამოდის რომ აბრაამის ღმერთი იაჰვე და ლევიანების სასტიკი ღმერთი შეერწყა ერთმანეთს მოსეს მიერ და ლევიანებმა მიიღეს ის, როგორც საკუთარი ღმერთი. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მოგვიანებით მხოლოდ ლევიანები ასრულებდნენ ღვთისმსახურებას იაჰვეს ტაძარში.

უდაბნოში ისრაელიანებს წინ უძღოდათ ღმერთი დღისით კვამლის და ღამით ცეცხლის სახით. ეს არის ვულკანის სახე. როცა ხალხი შეიკრიბა მთის გარშემო, მათ ეუწყათ, რომ ვინც კი მიეკარებოდა მთას, მოკვდებოდა. ღმერთის „გამოცხადებისას“ კი „ ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა.“ ესეც არის ვულკანის აღწერა. ამ შთამბეჭდავ ადგილას დაწერა მოსემ კანონთა კოდექსი, რომელმაც საძირკველი ჩაუყარა მონოთეიზმს. ამის მიუხედავად არ შეწყვეტილა კერპთაყვანისცემა მსაჯულთა, მეფეთა და წინასწარმეტყველთა ხანაშიც. მხოლოდ ესაიამ, რომელიც იყო მონოთეიზმის აქტიური მომხრე, აიძულა მეფე ეზეკია აეღო გველის Nechushtan-ის გამოსახულება და გაენადგურებინა. ასევე აკრძალეს და გაანადგურეს იუდას ტომელთა სიმბოლო – ლომის გამოსახულებები. ტაძრები დაცარიელდა კერპებისგან, დარჩა მხოლოდ სიცარიელე, რომელთაც ავსებდა უხილავი და ყველგანმყოფი ღმერთი იაჰვე. ესაიას განცხადებით, იმის მიუხედავად რომ იაჰვეს რჩეული ერი იყო ისრაელი, ის მაინც უნდა გამხდარიყო ყველა ერის ღმერთი, რადგან სხვა ღმერთები უბრალოდ არ არსებობდნენ.

circletribes

აბაკუმ წინასწარმეტყველი ამბობდა, რომ იაჰვე არის მართალი, მოსიყვარულე ღმერთი და არა სასტიკი, ცეცხლისა და ომის ღმერთი. ის არის კაცობრიობის ღმერთი, რომ იაჰვე არ ებრძოდა სხვა ღმერთებს, რადგან ისინი არც არსებობდნენ. იერემიამ ასევე შემოიტანა სიახლე, იგი ამბობდა, რომ ღმერთი კაცთმოყვარე, სამართლიანი და მშვიდობისმოყვარეა. იგი მოუწოდებდა ისრაელს არ ეომათ ბაბილონელებთან, რადგან ისინიც ღვთისშვილნი იყვნენ.

იერუსალიმის დანგრევის შემდეგ ნაბუქოდონოსორმა ტყვედ წაიყვანა დაახ. 35 000 ებრაელი, ეს იყო ისრაელის არისტოკრატია – მასწავლებლები, ექიმები და მღვდლები. ლევიანის ტომელთა დიდი ნაწილი გადაასახლეს ბაბილონში. ბაბილონში ცხოვრების 70 წლის მანძილზე ებრაელთა ღმერთი შეიცვალა. მანამდე ებრაელებს, სხვა ერთა მსგავსად, სჯეროდათ ღმერთის ლოკალურობა. ღმერთი სახლობდა ქვეყანაში, ქალაქში, მთაზე, მდინარეში, რაიმე გასაზღვრულ ადგილას. ბაბილონელები იწვევდნენ ებრაელებს თავიანთი ღმერთების თაყვანსაცემად, მაგრამ ებრაელებს არ შეეძლოთ რწმენის შეცვლა. შესაძლებელია გლეხებს და უბრალო მოსახლეობას სიხარულით მიეღო ბაბილონელთა ღმერთები, მაგრამ ლევიანებს ეს არ სურდათ. ისინი არ თმობდნენ თავიანთ ღმერთს. ამის შედეგად უპრეცენდენტო რევოლუცია მოხდა. ებრაელებმა გარდაქმნეს ღმერთი – გაათავისუფლეს ლოკალურობისაგან, აღიარეს როგორც ყველგანმყოფი და საყოველთაო ღმერთი. მათ დიდხანს აღარ ჰქონიათ ტაძარი, რადგან აღარ საჭიროებდნენ მას და როცა ააშენეს, ააგეს როგორც მათი ეროვნული სიმბოლო. აგებდნენ მხოლოდ სინაგოგებს, სადაც შეეძლოთ შეკრება და ერთად ელოცათ ღმერთისადმი, რომელიც იყო ყოვლისშემძლე, ყველგანმყოფი, არ ჰქონდა განსაზღვრული ფორმა და არ ჰყავდა მეტოქე. ებრაელებმა აღიარეს, რომ ის იყო მთელი კაცობრიობის ღმერთი. თავად კვლავ დარჩნენ რჩეულ ხალხად, მაგრამ როგორც ღვთის სიტყვის გამავრცელებლებად. იაჰვე აღარ იყო სასტიკი ვულკანური ღმერთი, რომელიც იბრძოდა თავისი რჩეული ხალხისთვის. ესაიას, აბაკუმის და იერემიას შეხედულებებმა წინა პლანზე წამოიწია და ის გახდა სამართლიანი, მოწყალე, მთელი სამყაროსადმი მოსიყვარულე ღმერთი.

El misterio de Nechushtan
ებრაელებმა ბაბილონში მთელი თავიანთი ისტორია და კანონები ერთ წიგნში – თორაში შეკრიბეს. განაცხადეს, რომ ეს წიგნი არის ღმერთის სიტყვა (the word Elohim), რის შედეგადაც ყველა სხვა ღმერთის სახელი გადაიქცა იაჰვეს ტიტულად.

ღმერთის ნამდვილი სახელი არ დაკარგულა. ხალხი, რომლებმაც მტკიცედ შეკრეს თავიანთი რელიგია, ამას არ დაუშვებდა. როცა ებრაულ მისტიციზმს ჩაეყარა საფუძველი, ახალი სხეულით აღმოცენდა მასში. მისტიკოსებს სწამდათ, რომ ღმერთის სახელი აისახა ფარული მნიშვნელობით და აღიქმება მთლიანად არსებობაში. სემიტურ ჰემოფორაში შეიძინა არსი. შეიქმნა სპეციალური სწავლება Hokhmat-ha-Tseruf – მეცნიერება წერილთა შესახებ. ის ასწავლის მედიტაციის ფორმებს, რომელთა დროს გამოიყენებოდა იაჰვეს სახელი და სხვა კონფიგურაციებს.
მისტიკოსები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ღმერთის სახელის ხშირად გამოყენებას და იყენებდნენ ამ მეთოდებს მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს.

Rabbi Joseph Gikatilla, მეცამეტე საუკუნის ცნობილი კაბალისტი, ფილოსოფოსი წერს: სწორად უნდა იქნას დაცული პრინციპები, ვისაც სურს ღვთის სახელების გამოყენება, უნდა სცადოს ამ სახელების მნიშვნელობის გაგება, თორაში ჩაწერილი სახელებიდან – EHYE, Yh, Adonay, EL, ELOH, Elohim, SHADAY, TZVAOT – თითოეული არის გასაღები პიროვნებისა, რომელიც სჭირდება მსოფლიოს. ვინც შეიცნობს ყველა სახელს, ის შეიცნობს იმის სიდიადეს, ვინც სიტყვით შექმნა სამყარო. მასთან იქნება ღმერთი და მის შუამდგომლობებს აღასრულებს, როგორც დაწერილია: ”მე დავიცავ მის უსაფრთხოებას, რადგან მან იცის ჩემი სახელი. როცა დამიძახებს, მე ვპასუხობ მას”. (ფსალმუნი 19.) ყველა წმინდა სახელი მიბმულია ტეტრაგრამატონზე YHVH, EHYEH – ეს არის ძირი, რომელზეც იზრდება სხვა ფესვები.

წყარო: http://www.pantheon.org/articles/y/yahweh.html

(Visited 1,048 times, 1 visits today)