abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

სხეული – ჯიოტიშის თვალსაზრისით

სხეული - ჯიოტიშის თვალსაზრისით

ჩვენ არ მოგვიგონია ჩვენი სხეული. ის ბუნებრივად წარმოადგენს ჩვენს სულს. ბუნებამ შემოსა სული, რათა მას შეძლებოდა აქ – დედამიწაზე ყოფნა. სხეული თავისი ფორმით იმეორებს სულის ნახატს და მის ურთიერთქმედებას ბუნებრივ გარემოცვასთან.

ჩვენი სხეულის გამოვლინებებით შეგვიძლია დავინახოთ ის ნაკადები, რომლითაც სული ვრცელდება და მოქმედებს ცხოვრების სივრცეში. ეს გაგვიხსნის დიდ რეალობას და ჩვენი არსებობის აზრს, ასევე საშუალებას მოგვცემს, რომ საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას სხვა, უფრო უჩვეულო თვალით შევხედოთ.

დასაწყისისთვის ვცადოთ ჩვენს სხეულში საკუთარი თავის – სულის უფრო კონცენტრირებული ადგილ-მდებარეობის მოძებნა. ადამიანების უმეტესობა ადვილად იპოვის ამ ადგილს «მე»-ს შეგრძნებით და ხელით გულმკერდის ცენტრზე მიუთითებს – იქ, სადაც მკერდი მზის წნულში გადადის.

იმ მომენტიდან, რაც ჩვენი «მე»-ს მიახლოებითი მდებარეობა ვიპოვეთ, იწყება ტანტრა-ჯიოტიში (სანსკრ. ტანუ – სხეული (ტანი), ჯიოტიშ – სულის სინათლე).

ჩვენს სულს – «მე»-ს, ჩვენ ვგრძნობთ, როგორც რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანს, მთავარს, საუკეთესოს და ახლობელს რაც კი გაგვაჩნია – რასაც წარმოვადგენთ. ყველას შეუძლია იგრძნოს, როგორ ფართოვდება სული (Дух) «მე»-ს წერტილიდან პერიფერიისკენ და ხდება სამშვინველი (Душа).

ზემო მიმართულებით მოძრაობისას სამშვინველი იქცევა მკერდის შინაგან სივრცედ, ქვემოთ – მუცლის შინაგანი სივრცედ. ეს ადგილები სხეულში, წარმოადგენენ სამშვინველის სულიერ და მატერიალურ ასპექტებს. გულ-მკერდი და მუცელი სავსეა სასიამოვნო შეგრძნებებით – დევატებით (ღვთაებებით), არსებებით, რომლებიც სხვადასხვა სხეულებსა და სამყაროებში მრავალი ინკარნაციის განმავლობაშ მოვაგროვეთ, და რომლებიც ახლა ჩვენი სამშვინველის სტრუქტურირებას ახდენენ.

სამშვინველის შემდგომმა დინებამ პერიფერიისკენ მოახდინა თავის ფორმირება – ზემოთ და მენჯის – ქვემოთ. თავის და მენჯის შინაგანი სივრცეები სრულიად არ ჰგვანან ერთმანეთს და თვისებებით წინააღმდეგობრივნი არიან. თავში სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს მრავალი სხვადასხვა არსება, რომლებსაც ჩვენ «აზრებს» ვუწოდებთ. ისინი საიდანღაც ჩნდებიან, ტაშ-ფანდურს აწყობენ, აქეთ-იქეთ აწყდებიან, ან უბრალოდ ნელა მიედინებიან. აზრები – ყველაფერზე სწრაფად რეაგირებადი პატარა არსებები არიან, თავის ცენტრი – ჩვენი პიროვნება კი მათ მწყემსავს. მთავარი, რასაც უნდა აკეთებდნენ ჩვენი აზრები სამშვინველისთვის ესაა – დაეხმარონ მას თავისი წყაროს – სულის – გაცნობიერებაში. მაგრამ ამავდროულად ისინი უნდა ეხმარებოდნენ სამშვინველს მისი ყოველდღიური ამოცანების გადაჭრაში.

არსებები მენჯში ბოლომდე ერთგულნი და შემსრულებელნი არიან სულთან მიმართებაში. ისინი უბრალოები და მიამიტები არიან, როგორც ცხოველები, მაგრამ მათი უმეტესობა „უტვინო“ და ზანტია. და მხოლოდ ზოგიერთი მათგანია ძალიან უხეში და სწრაფი – ანხორციელებენ დაცვის ფუნქციას და რეაგირებენ საფრთხესა და შიშზე.

თავისი პერიფერიული გამოვლინებებით (თავი-ხელები და მენჯი-ფეხები) სამშვინველი გარესამყაროში მოქმედებს. მეტყველებით და ხელებით იგი ურთიერთობს სხვა სამშვინველებთან. მენჯით და ფეხებით უზრუნველჰყოფს სხეულისეულ მოთხოვნილებებს, იცავს სხეულს სხვა სხეულებისგან მომავალი საფრთხისგან და მოქმედებს ასევე სხეულებრივი სიამოვნებების მისაღებად.

სხეულის ყოველი ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს სამშვინველის განსაკუთრებულ ნაწილს, რომელიც ცხოვრების ამა თუ იმ ასპექტზე აგებს პასუხს. ის ცოდნა და გამოცდილება, თუ სხეულის რომელ ნაწილშია სამშვინველის ესა თუ ის ძალა, საშუალებას მოგვცემს მუდმივად ვიყოთ უფრო მაღალი რეალობის მდგომარეობაში, ვიდრე ეს დამახასიათებელია უმეტესობა ადამიანისთვის. ხოლო სხეულის სხვადასხვა ნაწილის ფორმის ცოდნა საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ ადამიანის ბედის ტენდენციები.

სამშვინველს მოსავენ უფრო უხეში (ხორციელი) ცოცხალი ძალები, რომლებიც ახდენენ ჩვენი სხეულის ფორმირებას და მის მართვას. სამშვინველი ყოველთვის მჭიდრო კავშირშია მათთან და უნდა უხელმძღვანელოს მათ. მაგრამ თუ ადამიანმა ამის შესახებ არაფერი იცის, სხეულებრივი ძალები იპყრობენ მის სამშვინველს და საკუთარი თავისთვის იყენებენ. ამგვარად, ნაცვლად იმისა, რომ მიიღოს ცოდნა, მიიღოს ამა თუ იმ ძალის გამოცდილება და გახსნას ახალი უჩვეულო შესაძლებლობები, ადამიანი გამუდმებით ცდუნდება საკუთარ თავთან ამა თუ იმ სხეულებრივ სურვილში, ჩვევასა და სისუსტეში.

ტანტრა-ჯიოტიში – ჩვენი სულის მიერ თავის გარემოცვაზე სინათლის გავრცელების ცოდნა და გამოცდილება. შედეგად გარემომცველი ძალები იღვიძებენ და აჩვენებენ თავიანთ მზადყოფნას ჩვენი სულის მსახურებისათვის. ამ საქმეში მთავარია – არ დავკარგოთ საკუთარი სამშვინველის განცდა, რათა არ განვაგრძოთ ტყვეობაში ყოფნა არც გრძნობათა გარე ობიექტებისგან და არც შინაგანი სხეულებრივი სურვილებისგან. ცოდნის და შესაძლებლობების მოპოვებით ჩვენ ვხსნით დიდ პერსპექტივას სამშვინველის განვითარებისთვის და ცხოვრებაში წარმატებისთვის.

სტატიის ავტორი ოლეგ ბოკაჩოვი

მთარგმნელი Atman

(Visited 597 times, 1 visits today)