abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

სულიერი განვითარება

სულიერი განვითარება

როგორ დავკავდეთ «სულიერი სრულყოფით»?

თანამედროვე ადამიანის პრობლემა სულიერი განვითარების კუთხით იმაში მდგომარეობს, რომ იგი ცდილობს ავარჯიშს თავისი სული (Дух), აღზარდოს, აკონტროლოს და განავითაროს იგი. ასე გვასწავლეს ნების ძალის აღზრდა. მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება ჩვენს წყაროსთან, მამასთან ან უფრო ძლიერ არსებასთან – სულთან? ასეთი დამოკიდებულება შეიძება მხოლოდ უფრო სუსტი, უმწეო და პატარა არსების მიმართ. ჩვენი სული ასეთი არაა. ის ჩვენი შემქმნელია. ვცდილობთ რა, განვავითაროთ ჩვენი სული, ამით ვაკნინებთ მას და ვცდილობთ ჩვენი პატარა, ეგოისტური „მე“-ს მსახური გავხადოთ.

სულიერი განვითარება – ესაა პირველ რიგში ურთიერთობების განვითარება ჩემსა (ზედაპირულ „მე“-ს, რომელსაც მე ვაცნობიერებ ჩემში) და სულს (უფრო ღრმა „მე“-ს, რომელიც მე მაცნობიერებს) შორის. უფრო ღრმა „მე“ მიცნობს მე. მე კი ჯერ კიდევ არ ვიცნობ მას, მაგრამ ვხვდები მის არსებობას მისი თანმყოფობის ნიშნებით და გამოვლინებებით. და ამ ნიშნების მეშვეობით სიღრმეში უნდა მივყვე მას. ჩემი სულიერი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევიგრძნობ და აღვიქვამ ჩემში მისი არსებობის ნიშნებს, რამდენად სტაბილური ვიქნები ამ სურვილში.

არაა საჭირო სულის განვითარება. სინამდვილეში ხომ სული არაა სუსტი. ეს მე ვარ სუსტი სულის აღქმაში, მისადმი ყურადღებაში, მცდელობაში, რომ შევიგრძნო იგი. უნდა განვავითაროთ ჩვენი მგრძნობელობა სულისადმი, ჩვენში მისი მიღების უნარი, როგორც ცოლი იღებს თავის ქმარს, შვილი იღებს თავის მამას. ჩემი სულიერი დონე მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად შემიძლია საკუთარ თავში სულის შემოშვება, ჩემზე, ჩემს ცხოვრებაზე მმართველობის უფლების მიცემა, მისი მსახურება. სულიერი ზრდა ხდება მხოლოდ იმ ძალის მსახურების მეშვეობით, რომელიც არსებობას მაძლევს.

ხშირად მეჩვენება, რომ საკვების ან სხვებთან ურთიერობების გარეშე არ შემიძლია არსებობა. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. მაგრამ ეს ჩემი განსაზღვრული სულიერების სიმართლეა, რომელშიც თითქოს შემიძლია სულის გარეშე არსებობა, აი საკვების გარეშე კი არანაირად არ შემიძლია. ამ მდგომარეობაში არსებობის ძალის წყაროდ საკვები მეჩვენება. ზოგიერთი ადამიანი იმასაც კი ფიქრობს, რომ არსებობის ძალა ფულია. თუ მათ წავართმევთ თავიანთ მილიონებს, შეიძება თავიც კი მოიკლან, რადგან ჩათვლიან, რომ მათი არსებობა დასრულდა. ალბათ ადამიანს არჩევანი აქვს იმაში, თუ რა ჩათვალოს თავისი არსებობის ძალად.

მაგრამ იმისთვის, რომ არ ვიხეტიალოთ არსებობის სხვადასხვა ილუზორულ წყაროებს შორის, ჩვენ შეგვიძლია გავარკვიოთ, თუ რას წარმოადგენს იგი სინამდვილეში. ამისთვის ვეცდებით, რომ მთელი ძალისხმევა მოვიკრიბოთ და არ ვიარსებოთ თუნდაც ერთი წუთით. საეჭვოა, რომ ეს გამოგვივიდეს. რაღაც პერიოდი რომ არ ვიკვებოთ, ეს შეგვიძლია. ისიც კი შეგვიძლია, რომ რაღაც დროის განმავლობაშ არ ვისუნთქოთ. აი საკუთარი არსებობის გაუქმება კი ნამდვილად არ შეგვიძლია. ამიტომ საკვებს, ჰაერს და მითუმეტეს ფულს არანაირად არ შეუძიათ ჰქონდეთ პრეტენზია ჩვენი სიცოცხლის წყაროდ ყოფნაზე. მათ შეუძლიათ იყვნენ დამხმარეები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უკეთ შევიგრძნოთ სული. მაგრამ არანაირად არ უნდა ვიყოთ განწყობილი მათდამი, როგორც სიცოცხლის მომცემი უფრო ძლიერი არსებებისადმი.

ჩემი სულიერება დამოკიდებულია მხოლოდ ჩემს ურთიერთობაზე სულთან. სული ისედაცაა ჩემში, ყოველ უჯრედში, მოლეკულასა და ატომში, ყოველ აზრსა და ემოციაში. მაგრამ ჩემი მგრძნობელოა მისადმი შეზღუდულია. მე ჯერ კიდევ არ ვარ სრულყოფილი სულის მსახურებაში, მოსმენაში. მე უნდა ვიგრძნო ყოველი იმპულსი, რომელიც მისგან მომდინარეობს, მაგრამ იმისთვის, რომ უფრო მგრძნობიარე გავხდე, უფრო სუფთა უნდა ვიყო. სულიერი სისუფთავე არ გულისხმობს რაღაცის სრულიად მოშორებას. მე ხომ უნდა ვიგრძნო რაღაც სულთან მიმართებაში. თავად შეგრძნებები გულისხმობენ რაღაც არსებულ მოვლენებს ჩემში, როგორც სულის წარმომადგენელში. ჩემში არსებული ზოგიერთი შეგრძნება ან მოვლენა (არსება), უნდა მეხმარებოდეს სულის შეგრძნებაში უფრო ძლიერად, ნაცვლად იმისა, რომ ხელს მიშლიდეს. მთელი ჩემი ცხოვრება მიმართული უნდა იყოს იმაზე, რაც მეხმარება სულის უფრო ძლიერად განცდაში. ასეთია ჩემი მსახურება სულისადმი.

სტატიის ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი

მთარგმნელი Atman

(Visited 1,908 times, 1 visits today)