სიცოცხლე მიეცათ ადამიანებს იმისთვის, რომ დანიშნულებისამებრ გამოიყენონ.
სიცოცხლე – ეს პროცესია, რომელშიც თვითოეული ჩვენგანი იმყოფება. სანსკრიტზე “სიცოცხლის პროცესი” – ნიშნავს”დევატა”, რაც ასევე ითარგმნება, როგორც”ღვთაება”. მაგრამ სიცოცხლე – ესაა ყველაფერი ჩვენს გარშემო, გარემოცვა, ანუ ბუნება, რომელიც ასევე სავსეა სხვადასხვა სახის არსებებით – გამოვლენილით და გამოუვლენელით.
ადამიანის შინაგანი ცხოვრება ღვთაებებითაა სავსე, გარეგანი ცხოვრება კი არსებებით. შინაგან და გარეგან სამყაროს შორის იმყოფება ჩვენი პიროვნება – რაღაც ერთი და განუმეორებელი.
ჩვენი პიროვნება აერთიანებს ორ სამყაროს, რომლებიც ერთმანეთის პროექციას წარმოადგენენ. სხვაგვარად როგორ გავიგებთ, რომელი ღვთაებები არიან აქტიურნი ახლა ჩვენს შინაგან სამყაროში? – მხოლოდ იმით, რაც გარშემო ხდება. ამა თუ იმ განწყობის ან შეგრძნების გაღვიძება შინაგან სივრცეში იწვევს შესაბამის გავლენას ან მოვლენას გარე სივრცეში.
მამაკაცი ყველა ენაზე ნიშნავს «ადამიანს» (Man). და ვინაა მაშინ ქალი? – ეს მისი სიცოცხლეა (ცხოვრებაა).
მამაკაცის ცხოვრების მდგომარეობა შეგვიძლია შევაფასოთ მისი ქალის მდგომარეობით, რამეთუ ისაა მისი ცხოვრება. ქალი თავისთავად მრავლობითია, ამიტომ შეუძია ერთდროულად იმყოფებოდეს წინააღმდეგობრივ განწყობებში, შეგრძნებებში და ფიქრებში, რაც ხშირად გაუგებარია მამაკაცისთვის. ქალის მრავლობითობა აჩვენებს, რომ ის – დევატების ველია – ანგელოზების, სულების ან არსებების, სახელი შეგვიძლია ბერვნაირი ვუწოდოთ. ამ არსებების ბუნებაც ასევე მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. თუ ქალში ანგელოზები არიან გაღვიძებულნი, მისი მამაკაცი წარმატებული, მდიდარი და ჯანმრთელი იქნება. თუ მასში «დემონური» არსებები არიან, მისი მამაკაცის ვერ შეგშურდებათ.
რა იქნება გაღვიძებული ქალში – დამოკიდებულია მის ცხოვრებაზე მამაკაცთან შეხვედრამდე, და შემდეგ თავად ამ მამაკაცთან ურთიერთობაზე. ამიტომ მცოდნე მამაკაცები ცდილობდენ ცოლად მოიყვანონ უბიწო ქალები ღირსეული ოჯახებიდან. მიზეზი მარტივია – ესაა ქალიშვილის სისუფთავე, რათა მამაკაცმა მასშ ის ღვთაებები გააღვიძოს, რომლებიც სჭირდება. ამ შემთხვევაში მისი ქალი მისი მფარველი ანგელოზი ხდება. რაც უფრო სუფთაა იგი თავის მამაკაცთან დამოკიდებულებაში, მით უფრო მეტ წარმატებას აძლევს მას. სუფთა – ნიშნავს, რომ ყველა არსება მასში ბოლომდე ეკუთვნის მამაკაცს და ეხმარებიან მას, და მასში არაა არც ერთი არსება, რომელიც არ შეესაბამება, ეწინააღმდეგება ან აზიანებს მამაკაცს.
ანგელოზი – ეს ქალის ბუნებრივი სტატუსია. არაა რეკომენდებული მისი გაადამიანურება – მასში პიროვნების განვითარება, რათა ქალმა არ დაკარგოს თავისი მთავარი ღირებულება.
მაგრამ ბევრ თანამედროვე მამაკაცას არ შეუძლია იურთიერთოს ქალ-ანგელოზთან ისე, რომ არ დაკარგოს იგი, ან დემონად არ აქციოს.
თანამედროვე პირობებში ძნელია გოგოსგან აღვზარდოთ ანგელოზი. ამისთვის საჭიროა სასიკეთო პირობები – ღირსეული მშობლები, სადაც ქალი – ანგელოზია, მამაკაცი კი – ძლიერი სული (сильный Дух).
სტატიის ავტორი ოლეგ ბოკაჩოვი
მთარგმნელი Atman