abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

“ხედვა რეალური სამყაროდან”

"ხედვა რეალური სამყაროდან"

მთარგმნელი: ano

გიორგი გურჯიევი

ნიუ-იორკი, 13 მარტი, 1924 წელი

თვითდაკვირვება

თვითდაკვირვება ძალიან რთულია – რაც უფრო შეეცდებით ამას, მით უფრო დარწმუნდებით. ახლანდელ დროში თქვენ გჭირდებათ ამის პრაქტიკა არა შედეგის მისაღებად, არამედ იმის მისახვედრად, რომ თქვენ არ შეგიძლიათ თვითდაკვირვება! ადრე თქვენ გეგონათ, რომ ხედავთ და იცით საკუთარი თავი.  მე ვსაუბრობ საკუთარი თავის ობიექტურ აღქმაზე. ობიექტურად თქვენ თქვენი თავის დანახვა არ შეგიძლიათ 1 წუთითაც კი, იმიტომ, რომ ეს სხვა ფუნქციაა, ეს არის დახელოვნებულის, ოსტატის შესაძლებლობა. თუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ თვითდაკვირვება 5 წუთი ან 20 წუთი ან 1 წუთი – ესეც ასევე არასწორი ხედვაა. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ არ შეგიძლიათ თვითდაკვირვება, მაშინ ეს სწორი შეხედულებაა. მიხვიდეთ ამგვარ შეგნებამდე – აი თქვენი მიზანი!

ამ მიზნის მისაღწევად თქვენ უნდა გამოავლინოთ შეუპოვარი მცდელობა, მონდომება. როცა თქვენ გამოავლენთ მონდომებას, შედეგი არ იქნება თვითდაკვირვება – ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, მაგრამ მცდელობა გაამყარებს თქვენს ყურადღებას. თქვენ ისწავლით უკეთ კონცენტრირებას – ეს ყველაფერი გამოგადგებათ მოგვიანებით და შემდეგ თქვენ შეძლებთ გახსოვდეთ საკუთარი თავი. თუ თქვენ იმუშავებთ კეთილსინდისიერად, თქვენ შეძლებთ საკუთარი თავის დამახსოვრებას, არა ხშირად, არამედ იშვიათად, იმიტომ, რომ გახსოვდეს საკუთარი თავი მოითხოვს ბევრს, ეს არც ისე იოლია, ის ძვირად ფასობს. თვითდაკვირვება თქვენთვის საკმარისია რამდენიმე წელი, ნუ შეეცდებით დაკავდეთ სხვა რამით და თუ თქვენ იმუშავებთ კეთილსინდისიერად, თქვენ დაინახავთ იმას, რაც გჭირდებათ. თქვენ ახლა გაქვთ მხოლოდ ერთი ყურადღება – ან სხეულზე, ან გრძნობებზე.

ნიუ-იორკი, 9 დეკემბერი 1930 წელი.

კითხვა: – როგორ შეიძლება გამოვიმუშაოთ ყურადღება?

პასუხი: – ადამიანებს არ გააჩნიათ ყურადღება, თქვენი მიზანი უნდა იყოს მისი შემუშავება, თვითდაკვირვება შესაძლებელია მხოლოდ ყურადღების შეძენის შემდეგ. დაიწყეთ წვრილმანებით.

კითხვა: – რა წვრილმანებით შეიძლება დავიწყოთ? რა უნდა გავაკეთოთ?

პასუხი: – თქვენი ნევროზული, აფორიაქებული მოძრაობა, ცნობიერად თუ არაცნობიერად, საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს დაინახოს, რომ თქვენ არ ხართ ავტორიტეტი, თქვენ ხართ უბრალოდ ჯამბაზი, ამ აფორიაქებული ქმედებებით თქვენ არ შეიძლება იყოთ ვინმე.

პირველი რაც უნდა გააკეთოთ – უნდა შეაჩეროთ ეს ქმედება. გაიხადეთ ეს თქვენს მიზნად, აიძულეთ თქვენს ოჯახს, რათა დაგეხმაროს ამაში, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება თქვენ მოიპოვოთ ყურადღება. ეს არის ქმედების მაგალითი.

მეორე მაგალითი: ნამდვილი პიანისტი ვერ შეძლებს სრულყოფილ დაკვრას, თუ თავიდან არ დაიწყო პატარ-პატარა ეტაპებით, თუ თქვენ გინდათ დაუკრათ პრაქტიკის გარეშე, თქვენ ვერასოდეს შეასრულებთ მუსიკას ღირსეულად, მუსიკა რომელსაც თქვენ შეასრულებთ – იქნება კაკაფონია, რომლის მოსმენაც ადამიანებს დატანჯავთ და შეიძულებენ მას, იგივე ეხება ფსიქოლოგიურ იდეებს, იმისათვის, რომ რამე შეიძინოთ, საჭიროა ხანგრძლივი პრაქტიკა, შეეცადეთ თავიდან განახორციელოთ პატარა ქმედებები. თუ თავიდანვე თქვენი ქმედებები იქნება რაღაც დიდი – თქვენ ვერაფერს მიაღწევთ, თქვენი ქმედებები იქნება კაკაფონიური მუსიკის მსგავსი და გამოიწვევს მეზობლების თქვენდამი სიძულვილს.

კითხვა: – რა უნდა გავაკეთო?

პასუხი: – არის ორი სახის ქმედება – ავტომატური და ქმედება მიზნის შესაბამისად. ავიღოთ რამე საგანი, რომლის გაკეთებაც არ შეგიძლიათ და გადააქციეთ ეს თქვენს მიზნად. ნურაფერი შეგიშლის ხელს, გქონდეთ მხოლოდ ეს მიზანი, თუ თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას, მე თქვენ მოგცემთ უფრო მნიშვნელოვან დავალებას. ახლა თქვენ გაქვთ სურვილი აკეთოთ თქვენთვის ძალზედ რთული საგნები – ეს არანორმალური სურვილია, თქვენ მათ შესრულებას ვერასოდეს შეძლებთ და ასეთი სურვილი თქვენ გაკავებთ აკეთოთ მცირე საგნები, რომლებიც თქვენ შეგეძლოთ გეკეთებინათ. გაანადგურეთ ეს სურვილები, დაივიწყეთ დიდი სურვილები. დაისახეთ მიზნად თქვენი პატარა, მავნე თვისებების განადგურება.

კითხვა: – მგონი ჩემი დიდი ნაკლია ძალიან ბევრი ლაპარაკი, თუ მე შევეცდები ვილაპარაკო ნაკლები, იქნება ეს კარგი დავალება?

პასუხი: – თქვენთვის, რა თქმა უნდა! თქვენ ყველაფერს აფუჭებთ თქვენი ლაპარაკით, როდესაც თქვენ ბევრს საუბრობთ, თქვენს სიტყვებს ფასი ეკარგებათ, შეეცადეთ დასძლიოთ ეს ჩვევა, თუ ამას შეძლებთ, მე თქვენ მოგცემთ მომდევნო დავალებას, თუ რა უნდა გააკეთოთ.

კითხვა: – რომ გამოვავლინოთ მოთმინება სხვების მიმართ, იქნება ეს დავალება კარგი?

პასუხი: – მოთმინება გამოვავლინოთ სხვების მიმართ – ეს დიდებული საქმეა, ბოლო საქმეა ადამიანისათვის. ეს შეუძლია მხოლოდ სრულყოფილ ადამიანს. დაისახეთ მიზნად აიტანოთ ერთი გამოვლინება, ერთი სახის, რომლის ატანაც თქვენ არ შეგიძლიათ ნევროზულობის გარეშე, თუ თქვენ მოინდომებთ ამას – შეძლებთ. სურვილის გარეშე ვერაფერს შეძლებთ. სურვილი ყველაზე ძლიერია სამყაროში. ყველაფერი ხდება გაცნობიერებული სურვილის მიხედვით.

კითხვა: – მე ხშირად ვიხსენებ ჩემს მიზანს, მაგრამ არ მყოფნის ენერგია, ვაკეთო ის, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

პასუხი: – ადამიანს არ ყოფნის ენერგია მიზნების განსახორციელებლად იმიტომ, რომ მისი ენერგია, რომელიც გამომუშავდება ღამე პასიურ მდგომარეობაში, იხარჯება უარყოფით გამოვლინებებზე – ესაა ავტომატური გამოვლინებები. მას ვისაც შეუძლია ავტომატურად გაიხსენოს მიზანი, მაგრამ არ გააჩნია ძალა მის მისაღწევად, მე ვურჩევ შემდეგ პრაქტიკას: დაჯექით განმარტოებულ ადგილას ერთი საათით მაინც, მოადუნეთ ყველა კუნთი, მიეცით ასოციაციებს მოძრაობის საშუალება, მაგრამ არ აყვეთ მათ, უთხარით: თუ თქვენ ახლა მომცემთ საშუალებას ვაკეთო ის, რაც მე მინდა, მოგვიანებით მე დავაკმაყოფილებ თქვენს სურვილებს. ისე უყურეთ თქვენს ასოციაციებს, თითქოს ისინი ეკუთვნოდეთ ვიღაც სხვას. მოახდინეთ მათი იდენტიფიკაცია. 1 საათის შემდეგ აიღეთ ქაღალდი და დაწერეთ მასზე თქვენი მიზანი, ხოლო სხვა დანარჩენს თქვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, ეს ფურცელი ხშირად წაიკითხეთ, გაიმეორეთ ეს ყოველდღიურად, ამგვარად ის გახდება თქვენი ნაწილი – თავიდან თეორიულად, შემდეგ კი რეალურად.

ენერგიის გამოსამუშავებლად ეს პრაქტიკა ჩაატარეთ ყოველდღე სიმშვიდეში, კუნთების სრული მოდუნებით, თითქოს ისინი იყოს მკვდარი. დაახლოებით 1 საათის შემდეგ, როცა თქვენში ყველაფერი დაწყნარდება, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ეხება თქვენს მიზანს. არ მისცეთ უფლება თქვენს ასოციაციებს, რომ გადაგყლაპონ. დაისახეთ მიზანი და შემდეგ შეასრულეთ ის – ეს იძლევა მაგნეტიზმს, შესაძლებლობას, რომ გააკეთოთ.

(ძირითადად საკითხი ამ შემთხვევაში ეხება: ენერგიის დაგროვებას, მიზნის დასახვას, მაგნეტიზმს…)

კითხვა: – რა არის მაგნეტიზმი?

პასუხი: – ადამიანს გააჩნია 2 სუბსტანცია: სუბსტანცია აქტიური სხეულის და სუბსტანცია აქტიური ასტრალური სხეულის. ორივე სუბსტანციის შერევით ყალიბდება მესამე შერეული სუბსტანცია, იკრიბება სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, ასევე მის ირგვლივ  და ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს, პლანეტის ირგვლივ ატმოსფეროს მსგავსს. სხვადასხვა პლანეტების ატმოსფეროები ყოველთვის მოიპოვებს ან კარგავს ამა თუ იმ სუბსტანციას სხვადასხვა პლანეტების ზეგავლენით. ასევე ადამიანი, გარემოცული სხვადასხვა ადამიანებით, ჰგავს პლანეტას, რომელიც გარშემორტყმულია სხვა პლანეტებთ. როგორც ცნობილია, როცა 2 ატმოსფერო, რომლებიც არიან სიმპათიურნი ერთმანეთის მიმართ, ხვდებიან, მათ შორის წარმოიქმნება კავშირი, ატმოსფეროს მოცულობა იგივე რჩება, მაგრამ იცვლება მისი ხარისხი. ადამიანს შეუძლია მართოს მისი ატმოსფერო, ის, როგორც ელექტროობა, ფლობს უარყოფით და დადებით პოლუსებს, რომელთაგან რომელიმე მხარეს შეგვიძლია ვაიძულოთ გაზრდა. ადამიანის სურვილი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი, ასტრალური მატერია ყოველთვის ეწინააღმდეგება ფიზიკურ მატერიას. ძველად მღვდლები ადამიანებს კურნავდნენ დალოცვით, ზოგჯერ ჭირდებოდათ ავადმყოფისათვის დაედოთ ხელი, ზოგის განკურნება შეიძლებოდა ახლოდან, ზოგის  დისტანციურად. წმინდა მსახური არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სუბსტანციების შერევა და სხვების განკურნება. ის მაგნეტიზიორია. ადამიანებს არ ჰყოფნით შერეული სუბსტანციები, სიცოცხლის მაგნეტიზმი, ამ შერეული სუბსტანციის შეხედვა შესაძლებელია. აურა ან ციალი ეს რეალური რამ არის, მისი შეხედვა ზოგჯერ შესაძლებელია წმინდა ადგილებში ან ეკლესიებში. იმისათვის, რომ მიიღოთ ეს სუბსტანცია, პირველ რიგში, ის უნდა გამოიმუშაოთ. ის გამოვლენილია ყურადღებაში და გამომუშავდება გაცნობიერებული მოქმედებით და შეგნებულ განსაცდელში, წვრილმანების შეგნებულ კეთებაში, აქციეთ რაიმე წვრილმანი თქვენს მიზნად და თქვენ გამოიმუშავებთ მაგნეტიზმს, ელექტროობის მსგავსად, მაგნეტიზმის კონცეტრირება და მისი დინება გარკვეული მიმართულებით შესაძლებელია.

(Visited 1,486 times, 1 visits today)