abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა VIII

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა VIII

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

ადამიანო, გიზიარებ ჩემ ცოდნასა და სინათლის ნაწილს.

შეისმინე და მიიღე შორეული კოსმოსის შრეებიდან მოტანილი სიბრძნე, რომელსაც შენ გადმოგცემ.

მე არ ვარ ადამიანის მსგავსი, რადგან გავთავისუფლდი შრეებისა და განზომილებებისგან და ყოველ მათგანში, სრულიად ახალ სხეულებში გარდავიქმნები. ყოველ მათგანში შემიძლია ფორმა ვიცვალო, რადგან ამიერიდან ვიცი, რომ ყველაფერი, რასაც ფორმა გააჩნია, ასევე უფორმოა.

უსაზღვროა შვიდეულის სიბრძნე და ძლევამოსილება. დიდი ძალაუფლების მეშვეობით, საზღვრებს მიღმა, ძალით აღსავსენი გამოვლინდებიან ისინი.

შეისმინე ეს ბრძნული სიტყვები და აქციე ისინი საკუთრად. იპოვე მათში უფორმო. საიდუმლო – ეს არ არის დაფარული ცოდნა. იცოდე და გაგეხსნება.


იპოვე ღრმად დაფლული სიბრძნე და გახდი ბნელისა და ნათელის მბრძანებელი.
ღრმად არის დამალული შენს გარშემო არსებული უძველესი საიდუმლოებები, რომლების ჩემს მიერ მოცემულ საიდუმლოების გასაღებში უნდა ეძებო და შესაძლოა მიაგნო კიდეც.
საიდუმლო კარიბჭე მხოლოდ მას გაეხსნება, ვინც ეძებს. მიიღე სინათლე ძმაო ჩემო. მიიღე და გაგეხსნება ის. შეუპოვრად იარე ღამის ბილიკზე, შეძელი, გადალახე ღამის ბინადარი, მზერა მუდამ სინათლისკენ გეჭიროს და გახდები მასთან ერთი.
ადმაიანი ფორმის შეცვლის პროცესშია, რომელიც არ არის ამ სამყაროდან და დროთა განმავლობაში იზრდება ის უფორმობაში მაღალი ცკლის გეგმებისათვის. იცოდე, ადამიანო, აუცილებელია გახდე უფორმო, ვიდრე სინათლეს შეერეოდე.
ეძებე დედამიწის შუაგულის საიდუმლო, შეისწავლე კანონი, რომელიც არსებობს და აწონასწორებს ვარსკვლავებს თავდაპირველი ნისლით.
ეძებე დედამიწის სიცოცხლის ცეცხლი, ჩაიხედე მის ბრწყინვალებში.
მიჰყევი სამი კუთხის გზას, ვიდრე შენც ცეცხლად იქცევი.
ილაპარაკე სიტყვებით, მაგრამ უხმოდ, მათთან ვინც მიწისქვეშეთში ცხოვრობს, შედი ცისფრად მოელვარე ტაძარში და ჩაიხედე ცხოვრების ცეცხლის ალში.
ადამიანო, მიწის და ცეცხლის ქმნილებავ, იცოდე რომ რთულია შენი არსი. მიეცი საშუალება ცეცხლის ალს, ანათოს. იყავი მხოლოდ ცეცხლი. სიბნელეშია დამალული სიბრძნე. როდესაც მიაგნებ მას გახდები უფორმო სიცოცხლის მზე.
ცეცხლის გულში ეძებე სიბრძნე. მხოლოდ ძიების შემდეგ შეერწყმება ის შენ გონს.
გაარღვიე ღამის საფარი და ნათელი თესე გზაზე.
გიამბობ ატლანტიდაზე, ჩრდილის სამეფოს არსებობასა და მათ შთამომავლებზე.
ბრძენი ადამიანების მიერ, დიდი ძალის მიღების მიზნით, სიღრმეებიდან იქნენ ისინი გამოძახებული. შორეულ წარსულში, ჯერ კიდევ ატლანტიდამდე, ადამიანებმა შავი მაგიის გამოყენებით სიბნელეში შეაბიჯეს და ჩვენს დაბლა არსებული სიღრმეებიდან შავი ძალები იხმეს. და შეუერთდნენ ციკლს მათთან ერთად.
უფორმოები და ადამიანის თვალისთვის უხილავნი იყვნენ, განსხვავებული ვიბრაციის არსებები. მხოლოდ სისხლს შეეძლო მათი ფორმირება. მხოლოდ ადამიანის მეშვეობით შეეძლოთ ამ სამყაროში არსებობა. საუკუნეების განმავლობაში უკუაგდეს ისინი მეუფეებმა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მალვით მოახერხეს დარჩენა სხვადასხვა განზომილებებში. ჩრდილები ატლანტიდაში ცხოვრობდნენ და დროთა განმავლობაში ეჩვენებოდნენ ადამიანებს. როდესაც სისხლის მსხვერპლშეწირვა ხდებოდა, სწორედ იმ დროს მოვიდნენ და დაიწყეს ადამიანებს შორის ცხოვრება, გველისმაგვარი თავით, მაგრამ გარეგნობით ადამიანის მსგავსები.
მალვით შედიოდნენ სხვადასხვა საბჭოებში, კლავდნენ მმართველებს, ღებულობდნენ მათ სახეს და მართავდნენ ადამიანებს. მხოლოდ მაგიას შეეძლო მათი აღმოჩენა და მხოლოდ ბგერას – მათი სახის დამალვა. მათი მიზანი ადამიანის განადგურება და მის ადგილზე ცხოვრება იყო.
მაგრამ უდიდეს ძალას ფლობდნენ მეუფეები, რომლებსაც მათი ნამდვილი სახის გამოჩენა და ბნელი ძალების უკან, მიწისქვეშ გაბრუნება შეეძლოთ.
ასწავლეს მათ ადამიანს სიტყვის ძალა და საიდუმლო, რომლის წარმოთქმაც მხოლოდ ადამიანებს შეეძლოთ. საბოლოოდ გამოააშკარავეს გველის მსგავსები და განდევნეს უკან, ბნელ სამყაროში, მაგრამ ისინი კვლავ არსებობენ და დროთა განმავლობაში ახერხებენ გამოჩენას.
თქვენგან მალულად ცხოვრობენ ისინი ადგილებში, სადაც რიტუალები ტარდებოდა და კვლავ შეძლებენ ადამიანის სახის მიღებას. მხოლოდ შავი და თეთრი მაგიის მცოდნე მეუფეს შეუძლია მათი გამოძახება, მაგრამ კონტროლი მხოლოდ თეთრს ძალუძს.
ნუ მოძებნი ჩრდილის სამეფოს, რადგან აუცილებლად ბოროტ ძალა მიაგნებ.
მხოლოდ ნათელით მოსილ ოსტატს შეუძლია დაძლიოს შიშის ჩრდილი.
იცოდე, ძმაო, რომ დიდი ხელისშემშლელი ბარიერია შიში.
მართე ყველაფერი და ჩრდილიც გაქრება.
მისმინე და მიიღე სიბრძნე, რადგან სინათლის ხმა სუფთაა.
გიამბობ ადამიანისგან დაფარულ ცოდნას.
ძალიან შორს, დროსა და სივრცეში შევძელი მოგზაურობა, თვით ამ ციკლის სივრცის ბოლოშიც.
და ვიხილე ბარიერის მცველები, რომლებიც მხოლოდ იმას ელოდებიან, რომ ვინმემ გადააბიჯოს მას.
სივრცეში, სადაც დრო არ არსებობს, სუსტად ვიგრძენი ციკლების მცველების არსებობა, რომლებიც მხოლოდ კუთხეებში მოძრაობენ. ისინი არ არიან გამრუდებული განზომილებისგან თავისუფალი. უცნაური და საზარელი სანახავი არიან ბარიერის მცველები, რომლებიც გონს სივრცის კიდეებამდე დევნიან. არც იფიქრო მათგან დამალვა – მხოლოდ წრეს შეუძლია კუთხეების მვირდების კლანჭებისგან დაგიცვას.
ერთხელ, შორეულ წარსულში, როდესაც დიდ ბარიერს მივუახლოვდი, ნაპირებზე, სადაც დრო არ არსებობს, ბარიერის მცველების უფორმო სხეულები ვიხილე. დროის მიღმა სივრცეში მალვისას აღმოვაჩინე ისინი. როგორც კი ჩემი სიახლოვე იგრძნეს, მაშინვე გამაყრუებელი ხმაურით დაიძრნენ ჩემი სულისკენ. სწრაფად ვახერხებდი მათგან დასხლტომას, მაგრამ აგრძელებდნენ დევნას ადამიანისთვის მიუწვდომელი კუთხეებიდან. დროისა და სივრცის ზღვარზე, ნაცრისფერ ნაპირებთან აღმოვაჩინე სულის მაძებარი ბარიერის მცველები. წრეების მეშვეობით შევძელი თავის დაღწევა და უკან სხეულში დაბრუნება.
იცოდე, ადამიანო, რომ ბარიერს მიღმა მიმავალი სულის დაკავება, დროის მიღმა იქამდე შეუძლიათ მცველებს, ვიდრე მოცემული ციკლი არ დასრულდება.
და შევძელი სხეულში შესვლა. შევქმენი წრეები, რომელთაც არ გააჩნდათ კუთხე და თავი დავაღწიე მცველებს დროის წრიულ სივრცეში.
თვით მას შემდეგაც, რაც ჩემი სული სხეულიდან თავისუფალია უნდა ვერიდო კუთხეებში გადაადგილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში არასოდეს იქნება ჩემი სული თავისუფალი.
ბარიერის მცველები მხოლოდ კუთხის სივრცეებში გადაადგილდებიან და არასოდეს გამრუდებულში. მხოლოდ ამ გზით შეგიძლია მათგან შეუმჩნევლად მოძრაობა. მიიღე ჩემი რჩევა და ნურასოდეს შეეცდები გახსნა საზღვრის იქით გამავალი კარიბჭე. მხოლოდ რამოდენიმემ შეძლო გადაელახა ბარიერი და შერეოდა საზღვრებს მიღმა სივრცის სინათლეს.
სწორედ საზღვარს მიღმა მიმავალ სულებს ეძებენ მცველები, რათა დაიმონონ და დაატყვევონ. იმოძრავე წრიულად და არა კუთხეებიან სივრცეში. და სხეულისგან თავისუფალი, თუ ოდესმე ყურს მოკრავ ყეფის, ღრიალის და ზარის მსგავს ხმაურს, მაშინვე წრეების მეშვეობით, ნისლის გვერდის ავლით დაბრუნდი სხეულში. როდესაც საკუთარ ფორმას მიაღწევ, გამოიყენე კომბინირებული წრე და ჯვარი. გამოიყენე შენივე ხმა. წარმოთქვი სიტყვა და გათავისუფლდები. მხოლოდ ის შეძლებს მცველების გვერდის ავლას, ვინც სინათლით არის სავსე, თუ იმოძრავებს ადამიანისთვის ცნობილი კუთხეებით და წრეებით ფორმირებული მიმართულებით.
არასოდეს შეეცადო პირდაპირ გადაკვეთო მცველებისკენ მიმავალი გზა.
გზის გავლის წინ, მზადებისას, აუცილებელია შეიცნო საკუთარი სინათლე. ისწრაფე და იპოვე ის.

(Visited 466 times, 1 visits today)