abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

მენტალური სხეული

მენტალური სხეული

სტატიის ავტორი ალექსანდრ ილინსკი

მთარგმნელი Atman

ადამიანის მეოთხე სხეულს მენტალური სხეული წარმოადგენს. ამ სხეულის განკარგულებაშია სამყაროს აღქმის და მისი გადმოცემის ყველა აზრობრივი და ინტელექტუალური საშუალება (მეტყველება, ენა, ლოგიკური და რაციონალური აზროვნება).

განვიხილოთ მენტალური სხეული ორ დონეზე:

პირველ დონეს ეკუთვნის მენტალური ბაზა იმ სოციალური ჯგუფისა (დროისა და ადგილის მიხედვით), რომელსაც ეკუთვნის მოცემული ადამიანი. ის ბაზა, რომელიც ადამიანის პირად მარაგშია, მაგრამ არ წარმოადგენს მის ინდივიდუალურად გამომუშავებულ მარაგს. ეს დონე შეიძლება შევადაროთ ბიბლიოთეკას, რომელშიც შეგვიძლია ამოვიღოთ ინფორმაციის ნებისმიერი რაოდენობა, მაგრამ ამავე დროს სუფთა ინფორმაცია თავისთავად არ წარმოადგენს რაღაცას, რაც თქვენია უნარის, ან გაცნობიერებულობის თვალსაზრისით.

Read More

ასტრალური სხეული

ასტრალური სხეული

სტატიის ავტორი: ალექსანდრ ილინსკი

თარგმნილი Atman-ის მიერ


ასტრალური სხეული
წარმოადგენს სხეულს, რომლის მეშვეობითაც ადამიანი რეალობის ემოციურ-მგრძნობელობით აღქმას და მასზე რეაგირებას ახდენს.

ასტრალური სხეულის დაყოფა პირობითად ორ დონედ შეიძლება:

პირველი დონე – პასუხს აგებს ემოციებზე და გრძნობებზე: რისხვა, ბრაზი, შიში, ვნება, დარდი, სიხარული, ნაღველი, აღფრთოვანება და ა.შ.

მეორე დონე – პასუხს აგებს მდგომარეობებზე, რომლებშიც შეიძლება შედიოდეს რამდენიმე (ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო) გრძნობა ან ემოცია: ესაა სიყვარული, მეგობრობა, ბედნიერება, სიძულვილი. მაგალითად, როდესაც იძულებულნი ვართ დავსაჯოთ ჩვენი საყვარელი ბავშვი, დასჯის პროცესში ერთმანეთს ერევა სიყვარულის გრძნობაც და სამართლიანი ბრაზიც, და ა.შ.

Read More

ეთერული სხეული

ეთერული სხეული

სტატიის ავტორი: ალექსანდრ ილინსკი

მთარგმნელი Atman


ეთერული სხეული
– ესაა სხეული, რომელიც შედგება ენერგო-ხაზებისა და წერტილებისაგან, ეს ხაზები ერთმანეთს გადაკვეთენ და ქმნიან სხვადასხვა სიმკვრივის და თვისების ენერგეტიკულ ცენტრებს – ჩაკრებს.

ეთერული სხეული ერთგვარ სასიცოცხლო რეზერვუარს წარმოადგენს, რომელშიც ჩვენი “სუფთა” სასიცოცხლო ენერგიაა. იმისდა მიხედვით, თუ სად და რამდენადაა იგი განვითარებული, ადამიანს სხვადასხვა პოტენციალი გააჩნია დანარჩენ სხეულებში.

წარმოადგენს რა ენერგეტიკული ნაკადების გროვას, ეთერული სხეული სასიცოცხლო ენერგიით უზრუნველყოფს ფიზიკურ სხეულს და ”აცოცხლებს” მას. იგი ასევე წარმოადგენს ენერგეტიკულ წყაროს  ყველა სხეულისთვის, მათ შორის ასტრალურისთვის და მენტალურისთვის. ბუნებრივია, რომ ეთერული სხეული ეხმარება ადამიანს რეალიზაცია გაუკეთოს ასტრალურ და მენტალურ სხეულში მხოლოდ მხოლოდ ის მდგომარეობები და პროცესები, რომლებიც უკვე ამ ინდივიდის გამოცდილებაშია.

Read More

ფიზიკური სხეული

ფიზიკური სხეული

სტატიის ავტორი ალექსანდრ ილინსკი

მთარგმნელი Atman

ადამიანის სხეულების განხილვას დავიწყებთ ფიზიკური სხეულით:

ამ სხეულთან მუშაობაში ვგულისხმობთ ისეთი პროცესების მართვას, როგორიცაა სუნთქვა, სიარულისა და დგომის მანერა, კვება, დასვენების ფორმები; ფიზკულტურა, როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური, ძილი და ა.შ.

ჩვეულებრივ ადამიანის სხეული ისეთ მდგომარეობას იკავებს სივრცეში, როგორიც მის ჩვეულ ცხოვრების მანერას შეესაბამება. იგივე შეიძლება ითქვას სუნთქვაზეც, და მის სხვა გამოვლინებებზეც.

Read More

ატარებთ თუ არა ამულეტს?

კატეგორია 2012 წელი, ბიოენერგეტიკა, პარამეცნიერება August 18, 2012  |  Comments Off on ატარებთ თუ არა ამულეტს?
ატარებთ თუ არა ამულეტს?

ამულეტი (ლათ. amuletum), ან როგორც მას უწოდებენ ასევე, თილისმა (არაბ. Tilasim), მოგეხსენებათ, არის მაგიური ნივთი. მისი ფუნქცია მრავალფეროვანია, მთავარი კი მფლობელის დაცვა და მისი მაგიური ზემოქმედების ეფექტურობის გაზრდაა. ადამიანთა რწმენით, თილისმებს ასევე შეუძლიათ წარმატებების მოტანა, განსაცდელისგან, ე.წ. “ავი თვალისგან” დაცვა, გუნება-განწობის გაუმჯობესება, იღბალის მოტანა, ცოდნის გაზრდა, სიყვარულის გაძლიერება და სხვ.

Read More