abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ვინ არიან ზღაპრული მზეთუნახავები?

კატეგორია ისტორია, ცივილიზაცია, რასები, კულტურა, მითოლოგია, სულებთან და არსებებთან ურთიერთობა August 11, 2018  |  Comments Off on ვინ არიან ზღაპრული მზეთუნახავები?
ვინ არიან ზღაპრული მზეთუნახავები?

ავტორი: tikoroma
ვინ არიან ჩვენი უახლოესი წინაპრები, რომელთაგანაც ვისმენდით ზღაპრებსა და მითებს? ესენი იყვნენ მონადირე და მიწათმოქმედი ხალხი, რომლებმაც ეს უძველესი გადმოცემები თავიანთ ხედვას და ცხოვრების წესს მოარგეს.

აი, მაგალითი „ამირანიანის“ გურული ვერსიიდან:
“წევიდა ამირანმა ბიბლიოთეკაში და წეიკითხა გაზეთი. გაზეთში წერია: “აღმოსავლეთის ხენწიფეს ყავს ერთი მზისუნახავი ცხრა კლიტულში დაკლიტული. გარშემო ჯარი უდგანა, რომ ვინმემ არ შევიდეს და არ გამეიყვანოს მზისუნახავი”.

შემდგომში ჩვენი შვილები ასე მოყვებიან: დაგუგლა ამირანმა და იპოვა ყამარის პროფილი ფეისბუქზე…

მოკლედ, დროთა განმავლობაში ძაალიან შეცვლილ ტექსტებში ჩვენ ნამცეც-ნამცეც გვიწევს ინფორმაციის ამოკრება, თუ რის შესახებ გვიყვებოდნენ ტექსტების თავდაპირველი ვერსიები…

Read More

ტოტემი და ადამიანი

კატეგორია კულტურა, მაგია, სულებთან და არსებებთან ურთიერთობა June 20, 2018  |  Comments Off on ტოტემი და ადამიანი
ტოტემი და ადამიანი

ავტორი: tikoroma

ადამიანთა წარმოდგენაში ვინ არის ტოტემი და რა ევალება მას?
1. ტოტემს აქვს ნათესაური კავშირი ადამიანთან.
2. ტოტემი არის ადამიანის მფარველი და მასწaვლებელი.

ძველად გვარებად და ტომებად გაერთიანებულ ადამიანებს საერთო ტოტემური ცხოველი ჰყავდათ, დღეს კი არ შეიძლება ასე იყოს. თუმცა მე არ გადამიმოწმებია საგვარეულოების ასეთი კავშირები, მაინც შეუძლებლად მიმაჩნია; რადგან დღეს ადამიანები ინდივიდუალურად ვითარდებიან და ჯგუფური კავშირები მორღვეულია; თუმცა წესით ნათესაურ კავშირზე ამ ცვლილებას არ უნდა ჰქონოდა გავლენა.

Read More

ტ ო ლ ტ ე კ ე ბ ი

კატეგორია ისტორია, ცივილიზაცია, რასები, კულტურა, მეცნიერება, მითოლოგია September 18, 2016  |  Comments Off on ტ ო ლ ტ ე კ ე ბ ი
ტ ო ლ ტ ე კ ე ბ ი

ავტორი: მან გალა

ჯგუფი ფეისბუქზე: DREAMCATCHER

მსოფლიოში გაბნეულია გარემოსგან განცალკევებულად მცხოვრები რამოდენიმე მოსწავლე, რომლებიც სულიერი და ფიზიკური სამყაროების პრობლემების კვლევით არიან დაკავებული. ისინი ფლობენ საიდუმლო ხელნაწერებს, რომლებშიც იმ მოღვაწეების ნაშრომებია შემონახული, რომელთა მემკვიდრეებადაც თავად გვევლინებიან.

ე. ბლავატსკაია „მხილებული ისიდა“

Read More

მესამე რასის ანუ ლემურიელების შვიდი ქვე-რასა

კატეგორია ისტორია, ცივილიზაცია, რასები, კულტურა, მეცნიერება September 17, 2016  |  Comments Off on მესამე რასის ანუ ლემურიელების შვიდი ქვე-რასა
მესამე რასის ანუ ლემურიელების შვიდი ქვე-რასა

ავტორი: მან გალა
ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

ამ პოსტში ლაპარაკი იქნება მესამე რასის ანუ ლემურიელების შვიდ ქვერასაზე, რომლისგანაც საბოლოოდ (მეშვიდედან) ჩამოყალიბდნენ გვიანდელი ატლანტები…

P.S. ცნობისთვის, ეს არ არის პირდაპირი თარგმანი რომელიმე თეოსოფიური წყაროდან, არამედ არის “მოკლე შინაარსი” და ეყრდნობა “საიდუმლო დოქტრინას” და შტაინერის ნაშრომს “აკაშას ქრონიკებიდან”.
რა თქმა უნდა, დეტალურად ვისაც გაინტერესებთ, აღნიშნულ ნაშრომებს უნდა გაეცნოთ.

Read More

ექვსი გემო

ექვსი გემო

ო. ტორსუნოვის წიგნიდან “ადამიანის გონება”

/მთარგმნელი: მამუკა გურული, ჯგუფი ფეისბუქზე  Magma/

ტკბილი გემო

იმყოფება სატვა გუნაში. ყოველ გემოს დღის განმავლობაში თავისი დრო აქვს. თუ ადამიანს უყვარს ტკბილის ჭამა დილით 6-დან 8 საათამდე, ანუ დროულად, ეს ნიშნავს, რომ იგი ოპტიმისტია. ასეთი კვების შემდეგ მისი პრანა ზემოთკენ მიემართება, ჩნდება ბედნიერების შეგრძნება, სიცილის და ხუმრობის სურვილი. მე ხშირად მეკითხებიან: “საზიანოა თუ არა ტკბილის ჭამა?” ტკბილი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ დროულად, დილით ადრე.

Read More

დედამიწის ცივილიზაციები

კატეგორია ვედები, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, კულტურა May 09, 2016  |  Comments Off on დედამიწის ცივილიზაციები
დედამიწის ცივილიზაციები

ავტორი: მან გალა

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

პირველ რასას დედამიწაზე ა ს უ რ ე ბ ი წარმოადგენდნენ. მითებიდან და ძველი რელიგიური გადმოცემებიდან ჩვენთვის ცნობილ ასურების ცივილიზაციას, ასევე გოლიათების რასასაც უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ გოლიათებთან მხოლოდ სიმაღლე აქვთ საერთო (ასურების სიმაღლე 50 მეტრს აღწევდა). ღვთიური არსებების მიერ შექმნილი ეთეროვანი სხეულის არსებები არსებობის შეწყვეტისას, ყველანაირი კვალის დატოვების გარეშე, უბრალოდ ქრებოდნენ და სივრცეს ერწყმოდნენ. ასურები დედამიწაზე დაახლოებით 10 მილიონი წელი არსებობდნენ და თითოეული მათგანის სიცოცხლე ათობით ათას წელიწადს გრძელდებოდა.

Read More

ლემურიელები

კატეგორია ისტორია, ცივილიზაცია, რასები, კულტურა, მითოლოგია May 08, 2016  |  Comments Off on ლემურიელები
ლემურიელები

ავტორი მან გალა

ატლანტიდის არსებობის ხანგრძლივობა შეიძლება 4-5 მილიონი წლით ვივარაუდოთ. სწორედ ამ პერიოდში, მაშინ ჯერ კიდევ არსებულ ლემურიის კონტინენტზე, წარმოიშვა ატლანტიდაზე დასახლებული მეოთხე ძირეული რასის პირველი ქვე რასა – რმოაჰალები.
უძველესი რუქებიდან შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ერთ დროს ლემურია თითქმის სრულად მოიცავდა დედამიწის გარშემოწერილობას და დაწყებული კაბო ვერდედან, აფრიკიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ავსტრალიამდე და შემდეგ პატაგონიამდე ტერიტორიას მოიცავდა.

Read More