abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა X

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა X

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

(დროის გასაღები)

ყურადღებით მიიღე სიბრძნე, რომელსაც გაძლევ და შეიცანი დაფარული საიდუმლო.

შეიცანი უფსკრულში წარმოქმნილი ა ზ რ ი, რომელმაც წესრიგი და ჰარმონია შექმნა სივრცეში.

ყოველი არსი ექვემდებარება კანონს და მისით არსებობს. შეიცანი ის, გახდი თავისუფალი და აღარასოდეს იქნები ბორკილებზე მიჯაჭვული.

შორს, არაჩვეულებრივ სივრცეებში, დროის უფსკრულის სიღრმეებში ვმოგზაურობდი, რათა შემეცნო ყველა საუდუმლო, ვიდრე ერთხელაც ყველაფერი არ გაიხსნა.

საიდუმლო, მხოლოდ მაშინ არის საიდუმლო ცოდნა, როდესაც ის ადამიანისგან დაფარულია. მას შემდეგ, რაც შენ მის იდუმალ შუაგულში აღწევ, ჭეშმარიტი ცოდნა და სიბრძნე შენ გეკუთვნის. ეძიე და შეიცანი, რომ დ რ ო არის საიდუმლო, რომლის მეშვეობითაც შეძლებ ამ სივრციდან გათავისუფლებას.
დიდ ხანს ვეძებდი სიბრძნეს და ჩემი ძებნა სამუდამოდ გაგრძელდება, რადგან ვიცი, რომ მიზანი, რომელიც დასახული მაქვს, მუდმივად მშორდება.
თვით ციკლების მეუფეთაგანაც არ მიუღწევია ყოველ მათგანს მიზნისთვის, რადგან აცნობიერებენ – ჭეშმარიტება მუდმივ ზრდაშია.
ერთხელ, შორეულ წარსულში, ტაძრის მკვიდრს დროსა და სივრცეზე ვკითხე: „ოსტატო, რა არის დრო?“. მან მიპასუხა: „თავიდან იყო ს ი ც ა რ ი ე ლ ე. უდროო და უსივრცო სიცარიელე. და გაჩნდა მიზანმიმართული და ყოვლისმომცველი ა ზრ ი, რომელმაც ს ი ც ა რ ი ე ლ ე შეავსო. არ არსებობდა შიგნით მატერია, არამედ მხოლოდ ძალა, მოძრაობა, ვიბრაცია მიზანმიმართული აზრისა, რომელმაც სიცარიელე შეავსო.“
მე ვკითხე: „ოსტატო, აზრი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არსებობდა თუ არა ყოველთვის?.“
მან მიპასუხა: “თავიდან იყო უსასრულო აზრი და იმისთვის, რომ აზრი იყოს უსასრულო, უნდა არსებობდეს დრო. ამიტომ ყოვლისმომცველ აზრში აჩნდა დ რ ო ი ს  კ ა ნ ო ნ ი. საყოველთაო სივრცეში არსებული დ რ ო, რითმული მოძრაობით, რომელიც ყოველთვის რაიმესკენ მიისწრაფვის. დრო არ იცვლება, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი იცვლება მასში. დრო არის ძალა, რომელიც გარკვეულ დანაყოფში ინახავს მოვლენებს, ყოველ მოვლენას – მისთვის განკუთვნილ ადგილას.
დრო არ მოძრაობს, მაგრამ მოძრაობ შენ, იმისდა მიხედვით თუ როგორ მოძრაობს შენი ცნობიერება ერთი მოვლენიდან მეორემდე. შენ არსებობ დროის მეშვეობით – მუდმივი ერთიანი ა რ ს ე ბ ო ბ ა. მართალია დანაწილებული ხარ დროის მიერ, მაგრამ მიუხედავად ამისა, დროის ყველა გამოვლინებაში ხარ ე რ თ ი.“
საიდუმლოს ამოხსნის მიზნით, ხშირად ვფიქრობდი ამ სიტყვებზე. აღმოვაჩინე, რომ დრო უცნაური კუთხეებით მოძრაობს.
მხოლოდ ხვეულების მეშვეობით უნდა მქონოდა იმ გასაღების შეძენის იმედი, რომელიც დროისა და სივრცის საიდუმლოს გამიხსნიდა.
აღმოვაჩინე, რომ პირველ რიგში მაღლა, ხოლო შემდეგ მარჯვნივ მოძრაობისას შევძლებდი ამ მოძრაობის დროისგან გათავისუფლებას.
დავტოვე სხეული და გადავადგილდებოდი მოძრაობებით, რომლებიც შემცვლიდნენ დროში.
მრავალი უცნაური საიდუმლო ვიხილე.
ვნახე ადამიანის დასაბამი და მივხვდი წარსულის მეშვეობით, რომ არაფერია ახალი.
შეისწავლე გზა, რომელიც დროში დაბადებულ სივრცეში მიემართება.
ნუ დაივიწყებ, რომ სინათლეა შენი ერთადერთი მიზანი და ნუ მისცემ გულს საშუალებას მიუბრუნდეს ბნელს. დაე ანათოს შენმა სულმა.
მუდამ მზესავით ანათებს შენი სული, რომელიც მართალია სიბნელეშია დამალული, მაგრამ ჭეშმარიტი ცეცხლის ნაპერწკალია.
მოძებნე შენი მიზანი. სინათლე სიცოცხლეა, რომლის გარეშეც არაფერი არსებობს.
იცოდე, რომ ნებისმიერ ფორმირებულ მატერიაში არსებობს სინათლის გული.
სიბნელეში დატყვევებულიც კი, თავდაპირველი სინათლე მუდამ არსებობს.
ვიდექი ერთხელ ამენტის დარბაზებში და სიჩუმეში ვუსმენდი მეუფეთა სიტყვას, რომლებიც მღეროდნენ ციკლების სიმღერას, საზღვრებს გარეთ მიმავალი გზის გამხსნელს.
გამოჩნდა დიდებული გზა და ვიხილე საზღვრებს გარეთ არსებული.
ვიხილე ციკლების მოძრაობა. იმდენად ფართო, რის გადმოცემაც, მხოლოდ წ ყ ა რ ო ს არსს თუ შეუძლია.
სწორედ მაშინ მივხვდი, რომ თვით უსასრულობაც კი გარკვეული შეუცნობელი ბოლოსკენ მიისწრაფის.
დავინახე, რომ კოსმოსი არის წესრიგი და მოძრაობის ნაწილი, რომელიც მთელ სივრცეზეა გადაჭიმული. წესრიგთა წესრიგის ნაწილი, რომელიც მუდმივად მოძრაობს სივრცულ ჰარმონიაში.
ვიხილე ასევე ციკლების მოძრაობა, გაურკვეველი წრეების მსგავსი.
ყველაფერი არსებული, განუწყვეტელ ზრდაშია, რათა შეერიოს სხვა არსს, არსებულს დროისა და სივრცის შორეულ დაჯგუფებაში.
მივხვდი, რომ სიტყვა არის ძალა, რომელიც გააღებს ადამიანისთვის უხილავ ყოველ არსს.
ჭეშმარიტად, სიტყვებშიც კი ის ძალაა დაფარული, რომელიც გააღებს იმას რაც არის ზევით და ქვევით.
ყურადღებით იყავი, რადგან გიტოვებ სიტყვას, რომლის ჟღერადობაც ძალას მოგანიჭებს: წარმოთქვი სიტყვა „ზ ი ნ – უ რ უ“ (Zin-Uru) და ძალა შენთან იქნება. ასევე უნდა იცოდე, რომ ადამიანი სინათლიდან არის, ხოლო სინათლე ადამიანიდან.
ისმინე და შეიცანი საიდუმლო, რომელიც ყველაზე დიდია მზის ქვეშ არსებულ საიდუმლოთა შორის.
იცოდე, რომ ყოველი სივრცე, შედგება ერთმანეთში არსებული სამყაროებისგან, სადაც ერთი მდებარეობს მეორეში, მაგრამ ასევე გაყოფილი არიან კანონის მიერ.
ერთხელ, ღრმად დაფარული სიბრძნის ძებნისას, გავაღე კარიბჭე, რომელიც მათ ადამიანის თვალისგან ფარავს.
მივმართე არსებობის სხვა მონაკვეთს. მშვენიერს ადამიანის ასულებით. გამოვიძახე სივრცეების საზღვრებიდან, რათა ებრწყინა ადამიანების სამყაროში.
გველის დოლი გამოვიყენე. შევიმოსე იისფერ-ოქროსფერი მანტიით. წარბებზე ვერცხლის გვირგვინი დავიმაგრე. გარშემო კი კინოვარის წრე შემოვივლე.
ავწიე ხელები და წარმოვთქვი სიტყვა, რომელიც ათავისუფლებს საზღვრებს მიღმა არსებული ნაწილებისკენ მიმავალ გზას და ვიხმე სიმბოლოების მეუფეები: „ორი ჰორიზონტის მეუფეებო, სამმაგი კარიბჭის მცველებო, დადექით ერთი მარჯვნივ ხოლო მეორე მარცხნივ, მსგავსად ტახტზე მჯდომი ვ ა რ ს კ ვ ლ ა ვ ი ს ა, რომელიც მართავს საკუთარ სიმბოლოს.
ბნელო პრინცო ა რ უ ლ უ (Arulu), გააღე ნისლით მოცული კარიბჭე და გათავისუფლე ის ვინც ტყვეობაში გყავს.
ისმინეთ, ისმინეთ, ისმინეთ ბნელო და ნათელო მეუფენო, თქვენი საიდუმლო სახელებით, რომლებიც ვიცი და შემიძლია წარმოვთქვა. ისმინეთ და დამემორჩილეთ.“
ავანთე გარშემორტყმული წრე და გამოვიძახე საზღვრებს გარეთ მდებარე ნაწილები.
სინათლის ასულო, აღდექი ა რ უ ლ უ დ ა ნ.
შვიდჯერ გავიარე ცეცხლში უჭმელმა და უსმელმა.
გიხმობ ა რ უ ლ უ-დან, ე კ ე რ შ ე გ ა ლ-ის (Ekershegal) რეალობიდან. გიხმობ სინათლის ქალბატონო.
ჩემს წინ ამოიზარდა ბნელი ფიგურები. მეუფე არულუს ფიგურები.
ამის შემდეგ, ჩამოეშვნენ ისინი და ჩემს წინაშე წარდგა სინათლის ქალბატონი.
ამიერიდან თავისუფალი იყო ის, რათა ეცხოვრა მზის სამყაროში, როგორც შუქის შვილს.
ისმინეთ და დაიმახსოვრეთ, მაგია ცოდნაა და ასევე კანონი.
ნუ გეშინიათ ძალის, რომელიც თქვენს შიგნით არის. ის კანონს ემორჩილება, ისევე, როგორც ცაში ვარსკვლავებს.
მათთვის, ვინც სიბრძნეს არ ფლობს, მხოლოდ მაგია არ არის კანონიერი.
იცოდე, რომ ცოდნის წყალობით, ყოველთვის შეგიძლია მიუახლოვდე ადგილს მზესთან.
ისმინეთ ჩემი სწავლება, ეძიეთ სინათლე.
ანათეთ ადამიანების სამყაროში და იყავით სხივი, რომელიც გზას აჩვენებს სხვებს.
მომყევით და შეისწავლეთ ჩემი მაგია, რის შემდეგაც ყველა ძალა თქვენ დაგემორჩილებათ თუ მოისურვებთ. ნუ შეგაშინებთ გზა, რომელიც ცოდნისკენ მიდის, მაგრამ ერიდეთ ბნელს.
ნათელი შენ გეკუთვნის. საკმარისია გადაყარო ბორკილები, ხელი გაიწოდო და გათავისუფლდები.
იცოდე, რომ შიშით მიჯაჭვული სული, საპყრობილეში ცხოვრობს მონობაში.
გაახილე თვალები და იხილე მზის ბრწყინვალება.
ნუ გეშინია, რადგან ყველაფერი შენ გეკუთვნის.
შიში ბნელი არულუს მეუფეა მათთვის, ვისაც არასოდეს ჩაუხედავს შიშისთვის თვალებში.
შიშის არსებობა მათი შექმნილია, ვინც საკუთარ შიშს ყავს შეპყრობილი.
გატეხეთ ბორკილები და ერთ სასწაულ დღეს შეაბიჯეთ ბრწყინვალე სინათლეში.
არასოდეს მიმართოთ ფიქრები წყვდიადისკენ და სამუდამოდ ერთიანი იქნებით სინათლესთან.
ადამიანი არის ის, რისიც სწამს – სიბნელის ძმა ან შუქის შვილი.
ამიტომ, შეაბიჯეთ ნათელში.
ისმინეთ და დაიმახსოვრეთ სიბრძნე. გამოიყენეთ სიტყვა, რომელიც მოგეცით.
გამოიყენე ის და ჭეშმარიტად იპოვით ძალას, სიბრძნეს და სინათლეს, რათა იაროთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
ეძებეთ და იპოვეთ გასაღები, რომელიც მოგეცით და იქნებით შუქის შვილი სამუდამოდ.
(Visited 649 times, 1 visits today)