abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ახალი ცივილიზაცია (ანასტასია) – ვლადიმირ მეგრე

კატეგორია: თარგმანი January 23, 2016  |  Comments Off on ახალი ცივილიზაცია (ანასტასია) – ვლადიმირ მეგრე
ახალი ცივილიზაცია (ანასტასია)  – ვლადიმირ მეგრე

მთარგმნელი: ano

esoteric.ge

წიგნი 8.

ნაწილი 1.

(ნაწყვეტი)

განთიადის გრძნობები
ანასტასიას ჯერ კიდევ ეძინა. ციმბირის უკიდეგანო ტაიგას თავზე ცა ნათდებოდა. ამჯერად პირველმა მე გავიღვიძე, მაგრამ ჩუმად წოლა გავაგრძელე ჩემს საძილე ტომარაზე.  ვტკბებოდი მისი გარინდული ლამაზი სახით და ფიგურის რბილი გადასვლებით.

თანდათან დილის შუქი მატულობდა. კარგია, რომ ამჯერად საძინებელი  ღია ცის ქვეშ გამართა. ალბათ, იცოდა, რომ თბილი და წყნარი ღამე იქნებოდა. ლამაზად გამოიყურებოდა თავის თხელ მუხლებამდე კაბაში, რომელიც მე  მოვუტანე მკითხველისაგან საჩუქრად. შესაძლოა მან ეს ჩემთვის ჩაიცვა, ისე კი შეეძლო შიშველსაც დაეძინა.

რაც უფრო ცივა ტყეში, მით მეტი მშრალი ბალახის დაფენა შეიძლება – თივაში ხომ ზამთარშიც არ შეგცივდება. უბრალო ადამიანსაც კი თივაში წოლისას ჩაუცმელსაც არ შეგცივდება. მე მომისინჯავს. მაგრამ ამჯერად საძილე ტომარაში ვიწექი. ვიწექი და ვუყურებდი მძინარე ანასტასიას, თან წარმოვიდგინე ეს სიუჟეტი მხატვრულ ფილმში.

დაწვრილებით

“თანაგრძნობა – უმაღლესი სიყვარულის გამოვლინება” – ოშო

კატეგორია: აღმოსავლური პრაქტიკები, თარგმანი, ფსიქოლოგია January 23, 2016  |  Comments Off on “თანაგრძნობა – უმაღლესი სიყვარულის გამოვლინება” – ოშო
“თანაგრძნობა – უმაღლესი სიყვარულის გამოვლინება” – ოშო

მთარგმნელი: ano

(ამონარიდები)

თანაგრძნობა – უმაღლესი სიყვარულის გამოვლინება

წიგნში თავმოყრილია ოშოს საუბრების ის ნაწილი, სადაც ის გვასწავლის ცხოვრებას საკუთარი თავის, გარშემომყოფების და მთელი სამყაროს (არსების) მიღებას და სიყვარულს.
მომწიფებულ, სრულყოფილი სიყვარული არის თანაგრძნობა.

„თანაგრძნობა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, რომ თქვენ ღებულობთ ადამიანთა არასრულყოფილებასა და სისუსტეს. არ ელოდებით, რომ ისინი მოიქცევიან ისე, როგორც ღმერთები. თქვენ აღიარებთ ყოველი ადამიანის ღირსებას, ეხმარებით ადამიანებს იმის გაცნობიერებაში, რომ გასხივოსნება ყოველი ადამიანის ბუნებაში დევს.“

…ბუდას თანახმად სუნთქვა – ეს საფუძველია. ღრმა, მოდუნებული, გაცნობიერებული სუნთქვა თქვენ გაძლევთ საოცარ სიჩუმეს, სიმშვიდეს და მოდუნებას: თანდათან თქვენ დნებით, იხსნებით და ქრებით. თქვენ აღარ ხართ ცალკეული კუნძული, იწყებთ ვიბრირებას მთელ არსებასთან ერთად. თქვენ აღარ ხართ ცალკეული ნოტი, არამედ მთელი სიმფონიის ნაწილი. ამ დროს იბადება თანაგრძნობა.

დაწვრილებით

ჰერმეტიზმი

ჰერმეტიზმი

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

სიტყვა “ჰერმეტიზმის” ლათინურიდან პირდაპირი თარგმანი ნიშნავს საიდუმლოს, ფარულს ამოუცნობს. მას უწოდებენ მეცნიერებას რომელიც სწავლობს ბუნების ამოუცნობი ძალებისა და ადამიანის ურთიერთკავშირს. ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობაა: მაგიური ძალების გამოვლენა ადამიანში და მისი მართვა, ტელეპატია, ასტროლოგია და საერთოდ ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც მეცნიერების მიერ ჯერჯერობით აუხსნელია. ჰერმეტიზმს ასევე უწოდებენ ოკულტიზმს.

დაწვრილებით

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XII

კატეგორია: თარგმანი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, მითოლოგია January 22, 2016  |  Comments Off on ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XII
ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XII

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

(მიზეზის და შედეგის კანონი. წინასწარმეტყველების გასაღები)

ადამიანო, ისმინე ატლანტის ხმა და მიიღე მისი სიბრძნე.
დროისა და სივრცის კანონს დავეუფლე და შევიძინე მომავლის ცოდნა.
ვიხილე, რომ ადამიანი, დროსა და სივრცეში მოძრაობისას, გაერთიანდება ე რ თ ი ა ნ ო ბ ა ს თ ა ნ.
მომავალი დახურული წიგნია მხოლოდ მათთვის, ვინც კითხვა იცის.
ყველა შედეგი საკუთარ მიზეზს გამოავლენს, ისევე, როგორც ყველა შედეგი პირველ-მიზეზისგან მოდის.

დაწვრილებით

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XI

კატეგორია: თარგმანი, ისტორია, ცივილიზაცია, რასები, მაგია, მითოლოგია January 15, 2016  |  Comments Off on ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XI
ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა XI

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

(გასაღები იმისა, რაც არის მაღლა და დაბლა)

ქხემის შვილებო, ყურადღებით ისმინეთ სიტყვა, რომელიც სინათლესთან მიგიყვანთ.

მე ვიცნობდი თქვენ მამებს წარსულში. საუკუნეების განმავლობაში უკვდავი ვცხოვრობდი თქვენს შორის და მუდამ ვცდილობდი გამეთავისუფლებინეთ ღამის წყვდიადიდან.

იცოდეთ, რომ მე სრულად ვფლობ ცოდნასა და სიბრძნეს, რომელიც დასაბამიდან ადამიანისთვის ცნობილია. მე ვარ დიადი რასის საიდუმლოს მცველი და სიცოცხლის გასაღების მფლობელი.

ისმინეთ სიტყვები, რომელსაც გაწვდით და ამაღლდებით ნათელში.

შორეულ წარსულში, როდესაც პირველად ვესტუმრე თქვენ მიწას, გიხილეთ კლდის გამოქვაბულებში მცხოვრებნი.

დაწვრილებით

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა X

კატეგორია: თარგმანი, მაგია, ფილოსოფია January 09, 2016  |  Comments Off on ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა X
ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა X

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

(დროის გასაღები)

ყურადღებით მიიღე სიბრძნე, რომელსაც გაძლევ და შეიცანი დაფარული საიდუმლო.

შეიცანი უფსკრულში წარმოქმნილი ა ზ რ ი, რომელმაც წესრიგი და ჰარმონია შექმნა სივრცეში.

ყოველი არსი ექვემდებარება კანონს და მისით არსებობს. შეიცანი ის, გახდი თავისუფალი და აღარასოდეს იქნები ბორკილებზე მიჯაჭვული.

შორს, არაჩვეულებრივ სივრცეებში, დროის უფსკრულის სიღრმეებში ვმოგზაურობდი, რათა შემეცნო ყველა საუდუმლო, ვიდრე ერთხელაც ყველაფერი არ გაიხსნა.

დაწვრილებით

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა IX

კატეგორია: თარგმანი, მითოლოგია, ფილოსოფია December 27, 2015  |  Comments Off on ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა IX
ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილა IX

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

(სივრცის თავისუფლების გასაღები)

ყურადღებით იყავი და შეისმინე სიბრძნისა და სინათლის მომტანი ხმა ამ ციკლში, რომელიც დაგეხმარება განდევნო სიბნელე და შემოიტანს ნათელს შენს ცხოვრებაში.

ისწრაფე, იპოვო გზა, რომელიც მზის მსგავს მარადიულ სინათლემდე მიგიყვანს. ერიდე სიბნელის საფარს. გარდაიქმენი სინათლედ.

გახდი ამ სამყაროში თავმოყრილი მზის ენერგიის ჭურჭელი. მიაპყრე თვალები კოსმოსს.

იმღერე სინათლისა და სულის სიმღერა.

დაწვრილებით

Page 5 of 20« First...«34567»1020...Last »