abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილები

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილები

მთარგმნელი: Man Gala

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER, შეუცნობელი სამყარო

თავდაპირველი მთარგმნელი:დორეალი

წინასიტყვაობა

მათი სიძველე განსაცვიფრებელია – ზურმუხტის ფილები ჩვ.წ.აღ-მდე 36 000 წლით არის დათარიღებული. მათი ავტორი არის ატლანტელი ქურუმი თოთი, რომელმაც მშობლიური კუნძულის ჩაძირვის შემდეგ ძველ ეგვიპტეში კოლონია დააარსა. მანვე ააგო გიზას პირამიდები, რომელთა მშენებლობაც, მოგვიანებით, ფარაონ ხეოფსს მიაწერეს. პირამიდებში ატლანტელმა დიდი ცოდნა, გამოცდილება, უძველესი ხელნაწერები და ძველი ატლანტების ნივთები გადამალა.

ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით 50 000 – 36 000 წლებში, 16 000 წლის განმავლობაში განაგებდა თოთი ეგვიპტეს და მაშინდელი პრიმიტიული რასა, ცივილიზაციის უმაღლეს საფეხურამდე აიყვანა. ატლანტელი თოთი უკვდავი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ გარდაცვალების გარეშე შეეძლო დაეტოვებინა აქაური სამყარო საკუთარი სურვილის შესაბამისად. მისი სიბრძნის წყალობით, თოთი ატლანტების მრავალი ცივილიზაციის დამაარსებლად გვევლინება, მათ შორის – ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ცივილიზაციებისაც.


როდესაც თოთს ეგვიპტის დატოვება მოუწია, აღმართა პირამიდა ამენტას დარბაზების თავზე, ჩაწერა ყველაფერი თავის ქრონიკებში და საიდუმლო დარბაზებს მცველებად ყველაზე სანდო ადამიანები მიუჩინა. მოგვიანებით, მცველების შთამომავლებმა გააგრძელეს ტრადიცია და თოთის წასვლის შემდეგ აღმართულ იქნა სიბრძნის ღმერთის ტაძარი. ლეგენდის თანახმად, ამენტას დარბაზებში (იგივე ღმერთების დარბაზებში) ხდებოდა სულის გარდასვლა, რათა სამსჯავროს წინაშე წარმდგარიყო.
დროთა განმავლობაში თოთი კვლავ ჩნდებოდა სხვადასხვა ადამიანის სახით, ხოლო მესამედ და უკანასკნელად ის დედამიწას ჰერმესის სახით მოევლინა, რის გამოც ჰერმეს სამჯერ დაბადებული (ტრისმაგისტოსი) ეწოდა. ამ განსხეულებაში მან კაცობრიობას, უძველესი მისტერიული კრებული – ზურმუხტის ფილები დაუტოვა.
ზურმუხტის ფილები მოიცავს, პირამიდის ძირში, ქურუმების მიერ საგანგებოდ დაცულ ათ ნაწილს. ათი ფილა, მოსახერხებელი რომ იყოს, ცამეტ ნაწილად არის დაყოფილი. უკანასკნელი ორი იმდენად დიდი მოცულობის და ფართო ცნების არის, რომ დღესდღეობით მათი დღის შუქზე გამოტანა არაა ნებადართული. მოცემული საიდუმლოებების კრებული რამდენიმეჯერ უნდა იქნას გადაკითხული, რათა ადამიანი მათ ნამდვილ სიღრმეს და სიბრძნეს ჩასწვდეს.
საჭიროა ორიოდე სიტყვით ითქვას იმის შესახებ, თუ რა გზით ჩაუვარდა ხელში თანამედროვე ადამიანს, საუკუნეების განმავლობაში საგანგებოდ დაცული საიდუმლო კრებული.
ჩვ.წ.აღ.-მდე დაახლოებით 1300 წელს, ძველ ქხემში (ეგვიპტე) მომხდარი არეულობების გამო, რამდენიმე ქურუმი, რომელთა შორისაც უძველესი პირამიდის მცველებიც იყვნენ, გაიგზავნენ დედამიწის სხვადასხვა წერტილში. ზურმუხტის ფილების სახელით (რომლებიც მათი თილისმის როლსაც ასრულებდნენ), შეუდგნენ ატლანტიდელების სხვა, შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი კოლონიების (ცივილიზაციების) განათლებას. ლეგენდის თანახმად, ფილები მათ ძალაუფლებას თვით ჰერმესისგან აძლევდა.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეგვიპტის დიდი პირამიდა იყო და დარჩება უძველესი მისტერიის და განათლების უმნიშვნელოვანეს ტაძრად. ეს არის ადგილი, სადაც განათლება მიიღეს იესომ, სოლომონმა, აპოლონმა და სხვებმა.
ავტორმა (რომელიც დიდი თეთრი ლოჟის წევრია), დავალება მიიღო მოეგროვებინა ზურმუხტის ფილები, დაებრუნებინა ადგილზე, ხოლო დავალების სისრულეში მოყვანის შემდეგ მას ასლების გაკეთების და თარგმნის უფლება მიეცემოდა. 1925 წელს დავალება შესრულდა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა ნებადართული ინფორმაციის ნაწილი გამოქვეყნებულიყო.
რამდენიმე სიტყვა ფილების მატერიალურ ასპექტზე: მომწვანო ზურმუხტისფერი თორმეტი ფილა შედგება ალქიმიური ტრანსმუტაციის გზით მიღებული სუბსტანციისგან. ისინი არარეალური გამძლეობის არის და მათი განადგურება შეუძლებელია. მათი ატომური სტრუქტურა ფიქსირებულია და არანაირ გარდაქმნას აღარ ექვემდებარება, რითაც ისინი იონიზაციის მატერიალურ კანონს არღვევენ. მათზე გამოსახულია უძველესი ატლანტების სიმბოლოები, ხოლო შეერთებულია ფილები ოქროსფერი შენადნობის სამაგრით. სიბრძნე რომელსაც ზურმუხტის ფილები შეიცავენ, უძველესი მისტერიების საწყისია. ასევე სიბრძნე მიიღოს მათმა მკითხველმა, რომელიც გულში გაუასმაგდება.
წაიკითხეთ. წაიკითხეთ იმისდა მიუხედავად, დაიჯერებთ თუ არა და მათში არსებული შინაგანი ვიბრაცია გააღვიძებს პასუხს თქვენს სულში.
კოსმიურ ჰარმონიაში
დორეალი საძმოს უმაღლესი ხმა

(Visited 2,564 times, 1 visits today)